უჩვეულო ამბავი – ქარელში მცხოვრები ოჯახი ეკლესიის ადგილას აშენებულ სახლს ანგრევს

უჩვეულო ამბავი - ქარელში მცხოვრები ოჯახი ეკლესიის ადგილას აშენებულ სახლს ანგრევსქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ სა­ღო­ლა­შენ­ში მცხოვ­რე­ბი ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბი სახ­ლს, რო­მე­ლიც თა­ნა­სოფ­ლე­ლის­გან 1991 წელს შე­ი­ძი­ნეს, რამ­დე­ნი­მე დღეა სა­კუ­თა­რი ხე­ლით და მე­ზობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ან­გრე­ვენ. ამის მი­ზე­ზი რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, ოჯახ­ში მომ­ხდა­რი უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბი გახ­და.

ყვე­ლა­ფე­რი ორი თვის წინ და­ი­წყო, როცა ოჯა­ხის წევ­რებ­მა 18 წლის ლავ­რენ­ტის უც­ნა­უ­რი ქცე­ვე­ბი შე­ნიშ­ნეს. მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მო­ზარ­დი ხში­რად სა­კუ­თარ თავს ელა­პა­რა­კე­ბო­და, გან­მარ­ტო­ე­ბას ცდი­ლობ­და და ამ დროს ვი­ღა­ცას ეჩხუ­ბე­ბო­და, ბიჭი აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და და მისი ქცე­ვე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო.

-ვე­რაფ­რით ვი­გებ­დით, რა და­ე­მარ­თა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­იც­ვა­ლა, მე­გო­ნა, რომ ჩემი შვი­ლი არ იყო. სა­შინ­ლად აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და, როცა აგ­რე­სი­ას ავ­ლენ­და, მისი და­ჭე­რა 5 ადა­მი­ან­საც კი არ შე­ეძ­ლო… შე­ი­ძუ­ლა სან­თე­ლი, ეკ­ლე­სია, უც­ნა­ურ ხმებს გა­მოს­ცემ­და. წა­ვიყ­ვა­ნეთ ექი­მებ­თან, თუმ­ცა ვე­რა­ფე­რი გა­უ­გეს. ბო­ლოს კი ვი­ფიქ­რეთ, რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო და ფსი­ქი­ატრთა­ნაც გვყავ­და, მაგ­რამ ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ბავ­შვს უც­ნა­უ­რი რა­ღაც სჭირ­და.

ბო­ლოს ჩვე­ნი სოფ­ლის ეკ­ლე­სი­ის მღვდელ­მა გვი­თხრა, რომ ლავ­რენ­ტი ბო­რო­ტის­გან იყო შე­პყრო­ბი­ლი. რო­დე­საც მო­ძღვარ­მა ეპარ­ქი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მე­უ­ფე იო­ბის კურ­თხე­ვით კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვე­ბის წა­კი­თხვა და­ი­წყო, ლავ­რენ­ტი ისეთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობ­და მის და­კა­ვე­ბას. სწო­რედ ლოც­ვე­ბით გა­მო­ვი­და ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან… – იხ­სე­ნებს ამბები.ჯი-სთან სა­უ­ბარ­ში ლავ­რენ­ტი ხა­რა­ზიშ­ვი­ლის დედა ლალი მღებ­რიშ­ვი­ლი.

ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის პრობ­ლე­მე­ბი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, სულ მალე, 18 მარტს, ანა­ლო­გი­ურ­მა პრობ­ლე­მებ­მა ლალი მღებ­რიშ­ვილ­ში იჩი­ნა თავი.

-ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა რომ დე­ტა­ლუ­რად აღვწე­რო, ალ­ბათ არც და­მი­ჯე­რებს ხალ­ხი… პირ­და­პირ მე­სა­უბ­რე­ბო­და ბო­რო­ტი ძალა, შა­ვე­ბით შე­მო­სი­ლი, სუს­ტი, მა­ღა­ლი აღ­ნა­გო­ბის… ვი­ცო­დი, რომ ეშ­მა­კი იყო. სა­ში­ნელ დღე­ში მაგ­დებ­და, მა­ი­ძუ­ლებ­და, ჩემი შვი­ლის­თვის ეკ­ლე­სი­ა­ში წას­ვლა­ში ხელი შე­მე­შა­ლა… სან­თე­ლი, ეკ­ლე­სია, ლოც­ვა – მა­ში­ნებ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. მინ­დო­და, ტა­ძარ­ში შევ­ვარ­დნო­დი ბავ­შვს და იქი­დან გა­მო­მეთ­რია, რომ არ ზი­ა­რე­ბუ­ლი­ყო.

როცა სოფ­ლის ეკ­ლე­სი­ის (ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია) მღვდელ­მა ჩვენ სახ­ლში მო­აბ­რძა­ნა წმინ­და კვიპ­რი­ა­ნეს და იუს­ტი­ნეს ხატი, რო­მელ­შიც წმინ­და ნა­წი­ლე­ბია ჩაბ­რძა­ნე­ბუ­ლი, სწო­რედ მა­შინ და­მე­წყო ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი აგ­რე­სია, მინ­დო­და, ეს ხატი და­მე­ლე­წა და ნა­წი­ლე­ბად მექ­ცია, მა­მა­ოს ვუყ­ვი­რო­დი, რომ ლოც­ვა შე­ე­წყვი­ტა…

თან და­მე­წყო ხილ­ვა – წმინ­და ეკა­ტე­რი­ნე მე­ცხა­დე­ბო­და და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ეს სახ­ლი უნდა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა, მის­თვის უნდა დაგ­ვეთ­მო… მა­შინ სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დით, რომ სახ­ლი, რო­მე­ლიც ჩემ­მა დე­დამ­თილ-მა­მამ­თილ­მა 1991 წელს შე­ი­ძი­ნეს (მა­შინ არც ვი­ყა­ვი ამ ოჯა­ხის რძა­ლი), ეკ­ლე­სი­ის ნან­გრე­ვებ­ზე იყო აშე­ნე­ბუ­ლი… რო­გორც ახლა შე­ვი­ტყვეთ, სწო­რედ წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბის ყო­ფი­ლა ტა­ძა­რი.

ამ ად­გი­ლას სა­საფ­ლაო ყო­ფი­ლა ძვე­ლად, ახ­ლა­ცაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი ჩვე­ნი ეზოს ირ­გვლივ საფ­ლა­ვის ქვე­ბი და ეკ­ლე­სი­აც ამ ად­გილ­ზე ყო­ფი­ლა, მერე კი ვი­ღა­ცას და­უნ­გრე­ვია და სახ­ლი აუ­შე­ნე­ბია, იმ ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბიც იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბი­სას
ახლა სახ­ლს ვან­გრევთ, ის ქვე­ბიც ვი­პოვ­ეთ და ცალ­კე გა­და­ვა­ლა­გეთ. იმე­დია, ღვთის შე­წევ­ნით, ისევ აშენ­დე­ბა აქ წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია და ამ ქვებ­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ… ახლა შე­და­რე­ბით უკეთ ვარ, კვლავ მი­ჭირს ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი, ისევ ბრძო­ლე­ბი მაქვს, მაგ­რამ მა­მაო მეხ­მა­რე­ბა, მაძ­ლი­ე­რებს…- ყ­ვე­ბა ლალი მღებ­რიშ­ვი­ლი.

ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი, ცის­ნა­მი ხა­რა­ზიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ, რაც სახ­ლის დან­გრე­ვა და ამ ად­გი­ლის რუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ის­თვის გა­და­ცე­მა გა­და­წყვი­ტეს, მდგო­მა­რე­ო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა – მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ლავ­რენ­ტი ეკ­ლე­სი­ის სტი­ქა­რო­სა­ნი გახ­და, რძა­ლი, ლალი კი კვლავ უბ­რუნ­დე­ბა მშვიდ მდგო­მა­რე­ო­ბას.

-წლე­ბის წინ, როცა ეს სახ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ, არა­ერ­თხელ ვნა­ხე უც­ნა­უ­რი სიზ­მა­რი – თით­ქოს, სახ­ლის კედ­ლე­ბის დან­გრე­ვას და ზე­მო­დან გუმ­ბა­თის დად­გმას ვა­პი­რებ­დი. ეს მე­ორ­დე­ბო­და ინ­ტენ­სი­უ­რად, მაგ­რამ ახ­სნას ვერ ვუ­ძებ­ნი­დი. სულ მიკ­ვირ­და, ჩემი შვი­ლის­თვის შე­ძე­ნი­ლი სახ­ლი რა­ტომ უნდა და­მენგრია… მა­შინ წარ­მოდ­გე­ნაც არ გვქონ­და, რომ ნა­ტაძ­რალ ად­გილ­ზე ვცხოვ­რობ­დით და ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც იმას წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ ჩვე­ნი­ვე სახ­ლს სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­ვან­გრევ­დით.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ ხდე­ბო­და ოჯახ­ში – პირ­ვე­ლად მე შევ­ნიშ­ნე, რომ ბავ­შვს უც­ნა­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და. ამას გარ­და, წლე­ბის წინ, ჩემი მე­ო­რე ვა­ჟის შვი­ლი, 2 წლის გი­ორ­გი გა­უ­ჩი­ნარ­და სახ­ლი­დან. მე­ო­რე დღეს ბავ­შვის ცხე­და­რი ვი­პო­ვეთ, და­ახ­ლო­ე­ბით 3 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, წყალ­ში იყო პირ­ქვე დამ­ხო­ბი­ლი… მას და­ზი­ა­ნე­ბის არა­ნა­ი­რი კვა­ლი არ ეტყო­ბო­და, ვერ ავ­ხსე­ნით, რა მოხ­და, ან ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი რო­გორ მოხ­ვდა იმ ად­გი­ლას, მან­ქა­ნაც კი რთუ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და 2 წლის ბავ­შვი ამ­ხე­ლა მან­ძილ­ზე რო­გორ ივ­ლი­და… პრობ­ლე­მე­ბი იმ ოჯახ­შიც იყო, ვის­გა­ნაც სახ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დით?! – ამ­ბობს ცის­ნა­მი ხა­რა­ზიშ­ვი­ლი.

სო­ფელ სა­ღო­ლა­შე­ნის ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რი მამა ია­კო­ბი ხა­რა­ზიშ­ვი­ლებ­თან ხში­რად მი­დის და ოჯახს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა­ში ეხ­მა­რე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია სახ­ლის ად­გი­ლას ეკ­ლე­სი­ის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მა­საც აქვს და წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რობს:

-ეს ამ­ბე­ბი, რაც ამ სო­ფელ­ში ხდე­ბა და ერთ კონ­კრე­ტულ ოჯახს ეხე­ბა, და­ი­წყო ასე ორი თვის წინ. ამ ოჯახ­ში იყო და დღე­საც არის მძი­მე გან­საც­დე­ლი, ერთ ოჯახ­ში ორ ადა­მი­ანს ჰქონ­და მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შე­პყრო­ბი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა – ეშ­მა­კით შე­პყრო­ბი­ლი იყო ეს ორი ადა­მი­ა­ნი. ღვთის შე­წევ­ნით, ერთ-ერთი მათ­გა­ნი უკვე სი­კე­თით არის, ეზი­ა­რე­ბა, აღ­სა­რე­ბას ამ­ბობს და ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რობს.

გად­მო­ცე­მით ვი­ცით, რომ მათი სახ­ლის ად­გილ­ზე იყო ტა­ძა­რი, ეს დას­ტურ­დე­ბა წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბი­თაც… ამას­თან, სო­ფელ­ში იყო 92 წლის მო­სახ­ლე, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა და იგი ამ­ბობ­და, რომ სო­ფელ­ში იყო მე­ო­რე ეკ­ლე­სი­აც. თუმ­ცა, ჩემ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის სუ­ლი­ე­რი მოვ­ლე­ნე­ბი და ფაქ­ტე­ბი, რაც აქ იყო და არის – რამ­დე­ნი­მე პირს ზუს­ტად ერ­თნა­ი­რად ეცხა­დე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ეუბ­ნე­ბო­და, რომ აქ იყო ტა­ძა­რი და უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ სახ­ლი და წა­სუ­ლისყვნენ. რო­დე­საც მე მათ ვაჩ­ვე­ნე წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს ხატი, და­მი­დას­ტუ­რეს, რომ სწო­რედ წმინ­და ეკა­ტე­რი­ნე ეცხა­დე­ბო­დათ.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არის არა მარ­ტო ამ ოჯა­ხის­თვის, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის რწმე­ნა­ში გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლი და რწმე­ნა­ში მო­სას­ვლე­ლი. მოვ­ლე­ნე­ბი რაც აქ გან­ვი­თარ­და, იყო სას­წა­უ­ლი და ახ­ლაც, ყო­ვე­ლი დღე არის სას­წა­უ­ლი, – ამ­ბობს სა­ღო­ლა­შე­ნის ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რი მამა ია­კო­ბი.

ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბი სულ მალე და­ას­რუ­ლე­ბენ იმ ად­გი­ლის ნან­გრე­ვე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სა­დაც ჯერ კი­დევ ორი კვი­რის წინ მათი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი იდგა. ამის შემ­დეგ კი, ამ ად­გილს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­დას­ცე­მენ ეკ­ლე­სი­ას და ნა­სახ­ლარ-ნა­ეკ­ლე­სი­არ ად­გილ­ზე წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას და­ი­წყე­ბენ. ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, ხა­რა­ზიშ­ვი­ლე­ბი დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ.

 ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი, ამბები.ჯი