წალენჯიხაში ქალმა მანქანაში იმშობიარა

წალენჯიხაში ქალმა მანქანაში იმშობიარაწალენჯიხის მინიციპალიტეტ დაბა ჯვარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 29 წლის ქალი მანქანაში ამშობიარა. ექიმმა ირინა სამუშიამ „პრაიმტაიმს“ უთხრა, რომ მამ მშობიარობა პირველად მიიღო.

„დაიბადა გოგონა, 3 კგ და 300 გრამი. სოფელ ბარჯაში იყო გამოძახება და, დაახლოებით ერთი კმ-ის გავლის შემდეგ ქალს ფიზიოლოგიური მშობიარობა დაეწყო. კარგად გრძნობს თავს დედა-შვილი. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი“, – ამბობს ექიმი.

დედა-შვილი სასწრაფომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ისინი თავს კარგად გრძნობენ. გოგონა ოჯახის მეხუთე შვილია.

პრაიმტაიმი