ქართველი გამომგონებლები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში ისწავლიან

ქართველი გამომგონებლები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში ისწავლიან2019 წლის ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის „ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და სა­მეც­ნი­ე­რო გუნ­დი „ობერ­ტო­ნი“. გუნ­დი ზა­ფხულ­ში აშშ-ში NASA-ს კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ცენ­ტრის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში.

გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ხუ­თე­ულ­მა – სო­ფიო ჩიხ­ლა­ძემ, მა­რი­ამ გამ­რე­კე­ლაშ­ვილ­მა, ალექ­სან­დრე ქა­ჯა­ი­ამ, გი­ორ­გი რი­გიშ­ვილ­მა და იონა იო­ბი­ძემ, კონ­კურ­სზე პრო­ექ­ტი „ბარ­ნის სმარტ ლა­ბი­რინ­თი“ წა­რად­გი­ნეს. გა­მო­გო­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით მოხ­და მე­დი­კა­მენ­ტის მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ თაგ­ვებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცია, რაც აად­ვი­ლებს მეც­ნი­ე­რე­ბის შრო­მას და ზო­გავს მათ დროს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ზო­გადსა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლი­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის კუ­რა­ტო­რო­ბით შე­იქ­მნა.
მა­რი­ამ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლი სერ­ვან­ტე­სის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზია აია-ჯეს­სის მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­თე­მა­ტი­კა და ფი­ზი­კა უყ­ვარს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია STEM-ის გან­ხრით.

სო­ფიო ჩიხ­ლა­ძე, გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობს, მე­ა­თეკ­ლა­სე­ლია. მა­საც STEM-ის სფე­რო იზი­დავს. 9 წლის ასაკ­ში პროგ­რა­მი­რე­ბა­ზე და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი და მას მერე ეს დარ­გი ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს. იცის ინ­გლი­სუ­რი, ფრან­გუ­ლი, რუ­სუ­ლი, ეს­პა­ნუ­რი და ცოტა თურ­ქუ­ლიც და კი­დევ სხვა ბევ­რი ენის შეს­წავ­ლა უნდა. „ბავ­შვო­ბი­დან და­ვი­წყე და ეტყო­ბა, კარ­გად გა­მომ­დის. ყვე­ლა­ზე მე­ტად ფრან­გუ­ლი მომ­წონს, სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ნე­ტი­კა აქვს“, – ამბობს სო­ფიო.

გი­ორ­გი რი­გიშ­ვი­ლი, მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლია, სწავ­ლობს „აია-ჯესს­ში“. გარ­და იმი­სა, რომ უყ­ვარს ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი, STEM მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ბავ­შვო­ბი­დან იზი­დავს რო­ბო­ტი­კა – „ჩხირ­კე­დე­ლა ვარ ბავ­შვო­ბი­დან, დაშ­ლა-აწყო­ბა, მე­ქა­ნიზ­მში ჩა­ხედ­ვა, ეს მი­ზი­დავ­და,“ – ამ­ბობს გი­ორ­გი. მისი ჰო­ბია – თევ­ზა­ო­ბა, იტა­ცებს სპორ­ტი – ვე­ლო­სი­პე­დი, ცურ­ვა, ფეხ­ბურ­თის ყუ­რე­ბა. არის „ბარ­სე­ლო­ნას“ ფანი.

ალექ­სან­დრე ქა­ჯა­ია „აია-ჯეს­სის“ მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლია. თა­ვი­სუ­ფალ დროს იზი­დავს სკე­იტ­ბორ­დით სე­ირ­ნო­ბა, მუ­სი­კის მოს­მე­ნა, მუდ­მი­ვად აინ­ტე­რე­სებს და ეძებს ახალ მუ­სი­კას, და­დის ხატ­ვა­ზე და უყ­ვარს ძერ­წვა. რო­გორც ამ­ბობს, სა­მო­მავ­ლოდ, ალ­ბათ არ­ქი­ტექ­ტუ­რის გან­ხრით ჩა­ა­ბა­რებს.

იონა იო­ბი­ძე ქუ­თა­ი­სის ქარ­თულ-ამე­რი­კულ სკო­ლა ,,პროგ­რეს­ში” სწავ­ლობს, მე­ცხრეკ­ლა­სე­ლია. თა­ვი­სუ­ფალ დროს ფენ­ტე­ზის კი­თხვა და მუ­სი­კის მოს­მე­ნა უყ­ვარს. ამ­ჯე­რად იზი­დავს პროგ­რა­მი­რე­ბა, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ამ სის­ტე­მის მთლი­ა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა ის არის, რაც აუ­ცი­ლებ­ლად შეც­ვლის მსოფ­ლი­ოს (ეს სფე­რო დღი­თი­დღე უფრო აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხდე­ბა). „მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პროგ­რე­სი რო­გო­რი სა­ჭი­რო რა­მაა,“ – ამ­ბობს იონა.

ისი­ნი სხვა­დას­ხვა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, ერ­თმა­ნე­თი ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლი­რე­ბის ცენ­ტრში გა­იც­ნეს.

ამბები.ჯი