“ისწავლეთ წესები” – სალომე ზურაბიშვილის სურათი საქართველოს ყველა საელჩომ უნდა დაკიდოს

"ისწავლეთ წესები" - სალომე ზურაბიშვილის სურათი საქართველოს ყველა საელჩომ უნდა დაკიდოსსალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ უწყებებში გაგზავნილ წერილს ეხმაურება. “რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში აკრედიტებულ დიპლომატებს საელჩოების შენობებში მისი სურათის დაკიდებას სთხოვს.

„ისწავლეთ წესები“ – უთხრა ზურაბიშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც ქვეყნის პირველ პირს კითხვით მიმართა: მისი მოთხოვნა არის თუ არა, რომ დიპლომატიურ უწყებებში მისი პორტრეტი დაიკიდოს.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ლურჯი პიჯაკი ქართული ოცნების პარტიულ ფერთან კავშირში არ არის და არაფერი იციან იმის შესახებ, რა მითითება გაგზავნა ზალკალიანის უწყებამ, ფოტოსთან ერთად, ქართულ დიპლომატიურ უწყებებში.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მსგავსი მოთხოვნა საელჩოებში არ გაუგზავნიათ, ამიტომ ხელისუფლების ოპონენტებისთვის ადვილი გასაგებია, ვისი გადაწყვეტილებით დაიწყო, ქვეყნის ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილისთვის ავტორიტეტზე ზრუნვა საქართვლოს საგრეო უწყებამ.

რუსთავის2-ის წყაროს ინფორმაციით, ყველაფერი სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ დაიწყო, სადაც პრეზიდენტმა დიპლომატიური მისიების მუშაობით უკმაყოფილება გამოთქვა და საერთაშორისო თანამეგობრობის უარყოფითი შეფასებები საელჩოების არასათანადო მუშაობის შედეგია.

ნიუპოსტი