,,ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც ტელევიზორს და მაცივარს კრედიტით შეიძენს” – ეკონომიკის მინისტრი

,,ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც ტელევიზორს და მაცივარს კრედიტით შეიძენს" - ეკონომიკის მინისტრიეკონონიკის მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ თუ საჭირო იქნება, გადახედავენ საბანკო რეგულაციებს. იქვე განმარტავს, რომ არ სჭირდებათ მოქალაქეები, რომლებიც მაცივარს და ტელევიზორს კრედიტით შეიძენენ და ამის შედეგად მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში.

-ჩვენ დაკვირვების შედეგებზე დამყარებით, შევიტანთ კორექტირებას თუ იქნება ეს საჭირო ამ რეგულაციებში. რაც მთავარია, ჩვენი თავად რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, გენერალური მიმართულება იქნება ის, რაც იყო. რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ჩვენ ამას არ გადავუხვევთ. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს და ტელევიზორი და მოხვდეს შავ სიაში, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ხუთსაათიან გამოშვებაში ეკონომიკის მინისტრმა გამკაცრებული ​საბანკო რეგულაციებსა და ამ რეგულაციების შესაძლო ცვლილებების შესახებ საკითხზე კომენტირებისას.

იტარ.ჯი