,,ამ სიმღერით ევროპას მყუდროებას დავურღვევთ” – ოთო მენსაძის ,,ევროვიზიის” საკონკურსო კლიპი

,,ამ სიმღერით ევროპას მყუდროებას დავურღვევთ" - ოთო მენსაძის ,,ევროვიზიის'' საკონკურსო კლიპიოთო ნემსაძის ,,ევროვიზია 2019”-ის საკონკურსო ვიდეორგოლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერენ, რომ კლიპი ძალიან ემოციურია და ოთო გამარჯვებული ჩამოვა ისრაელიდან, სადაც წელს ,,ევროვიზია” ტარდება.

,,ემოციური კლიპია და სიმღერა. შეიძლება არ მოეწონოს ევროპას, რომ მათ მყუდროებას დავურღვევთ და ცეკვა-სიმღერას ,,ჩავუშლით” ამ სიმღერით, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა შეიგრძნონ ჩვენი ტკივილი, თუ მათი ოჯახის წევრად გვთვლიან. ზოგჯერ მხოლოდ მოგება არ არის თვითმიზანი”, ,,ვფიქრობ, ოთო გამარჯვებას ჩამოიტანს”, ,,საინტერესო პროგრესი გვაქვს – ,,მშვიდობა მოვა”, ,,შეინარჩუნე რწმენა” და ახლა ,,სულ წინ იარე… “. როდის ამოვწურავთ ამ თემატიკას”, – წერენ სოციალურ ქსელში.

კომპოზიტორი  რომა გიორგაძე, ტექსტი – დიანა გიორგაძე. საკონკურსო ვიდეორგოლის რჟისორია გიორგი ებრალიძე (ვიდეო ქვემოთ).

ESC 2019 Georgia ოთო ნემსაძე – „სულ წინ იარე“ / Oto Nemsadze – Sul tsin iare (Keep on going)

ESC 2019 Georgia ოთო ნემსაძე – „სულ წინ იარე“ / Oto Nemsadze – Sul tsin iare (Keep on going)კომპოზიტორი: რომა გიორგაძე, ტექსტი: დიანა გიორგაძე. საკონკურსო ვიდეორგოლის რჟისორია გიორგი ებრალიძე / Composer – Roma Giorgadze; Lyrics – Diana Giorgadze; Director of the Video is Giorgi Ebralidze

Gepostet von პირველი არხი am Montag, 8. April 2019