,,მე ზუგდიდში გადავალ საცხოვრებლად, შეიძლება, ჯერ სახლი ვერ ვიყიდო, იმიტომ, რომ ივანიშვილი წაგვართმევს, მაგრამ მერე, როცა ის წავა, აუცილებლად სახლსაც ვიყიდი და ზუგდიდი იქნება ჩემი საცხოვრებელი ქალაქი.
დარწმუნებული ვარ, როგორც 2016-ში, ზუგდიდში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მე მექნება და როგორც არასდროს, ვარ ძალიან მონდომებული, რომ მოვიპოვოთ ზუგდიდის მოსახლეობის მხარდაჭერა და ამ ხალხზე მართლა უკვე აღმასრულებელ რგოლში დავიწყო ზრუნვა.
იქნება ასეთი პატიოსანი კუნძული მთელ საქართველოში, სადაც შეიძლება ხალხისთვის ძალიან დიდი ცვლილებები მივიღოთ’, – ამბობს ყოფილი პირველი ლედი სანდრა ლულოვსი. ის ოპოზიციური გაერთიანების,,ძალა ერთობაშია”-ს მერობის კანდიდატი იქნება ზუგდიდში.

