პარლამენტში ჩხუბი ატყდა – ვიდეო

პარლამენტში ჩხუბი ატყდა - ვიდეოპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის 6 დეპუტატის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს.

სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ,,ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ.

კომტიტეტის სხდომაზე ვითარება მანდატურის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.