როგორ უნდა ატაროთ ქინძისთავი, რომ წარმატება, სიყვარული, ფული მოიზიდოთ

როგორ უნდა ატაროთ ქინძისთავი, რომ წარმატება, სიყვარული, ფული მოიზიდოთ,,მეგობარი მყავდა, რომელიც 20 წლის ასაკში უკვე ქმრის და სამსახურის გარეშე დარჩა, მაგრამ წლების შემდეგ, ცხოვრება აიწყო. საიდუმლოს იქამდე არ მახელდა, სანამ ქინძისთავი არ შევნიშნეთ. გადავწყვიტე, წარმატების მაგიური თილისმანის მოქმედება თავადაც გამომეცადა. ბავშვობაში ბებია ხშირად მიმაგრებდა მას ტანისამოსზე და ჩუმად ამბობდა: “დაიცავი ავი თვალისგან”, – ასე იწყება პორტალ ,,ნოტეპადის” მიერ გავრცელებული წერილი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხუმრობენ, მთავარი სწორად დამაგრებული ქინძისთავი ყოფილა და რაღას ვიკლავდი თავს ან მუშაობით, ან სწავლითო.

წერილში წერია:

,,პატარა, შეუმჩნეველი ქინძისთავი მართლაც ძლიერი დაცვაა. როგორ დავიმაგროთ ის სწორად?

იმისთვის, რომ ცხოვრებაში წარმატება მიიზიდოთ, ყველა რესურსი უნდა გამოიყენოთ.
შეთქმულება ქინძისთავთან მზის ჩასვლის შემდეგ უნდა მოხდეს, ოთახში მარტო უნდა იყოთ და ჩაფიქრებული ქინძისთავი ტანსაცმლის შიგნით დაიმაგროთ”.

ნოტოპედი