ლგბტ თემის კვირეულის ლოგოზე ლადო გუდიაშვილის კინტო გამოსახეს – ,,ჩვენი კინტო თბილისის მრავალფეროვნებისა და ავთენტურობის სიმბოლოა”

ლგბტ თემის კვირეულის ლოგოზე ლადო გუდიაშვილის კინტო გამოსახეს - ,,ჩვენი კინტო თბილისის მრავალფეროვნებისა და ავთენტურობის სიმბოლოა"

ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ აქტივისტები თბილისში  ლგბტქი პრაიდის კვირეული ჩატარდება.

,,თბილისის პრაიდის” ლოგოზე კინტო იქნება გამოსახული.  ღონისძიების სიმბოლო ლადო გუდიაშვილის ნახატის ,,კინტოს” მიხედვით მომზადდა.

,,წარმოგიდგენთ თბილისი პრაიდის ოფიციალურ ლოგოს, რომელიც ლადო გუდიაშვილის ნახატის მოტივებზე შეიქმნა.

ჩვენი კინტო არაბინარული, ქვიარ ადამიანია. თბილისის მრავალფეროვნებისა და ავთენტურობის სიმბოლო.

მოიწონეთ, შეიყვარეთ და იამაყეთ”, – წერენ ღონისძიების ორგანიზატორები.

თბილისი ლგბტქი მიმდინარე წლის 18-23 ივნისს გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქი პირველად უმასპინძლებს.

ნეტგაზეთი