საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე რაჭაში ქართული ,,მთის ღორის გადარჩენის პროექტის” შესახებ საუბრობს:
-საქართველოში ქართული ჯიშის 56 ღორი მოვძებნეთ. რაიონებში დავდიოდით და სურათებს ვუღებდით, შემდეგ გენეტიკური ანალიზი კეთდებოდა.
56-დან საბოლოოდ 11 თუ 12 შეირჩა, საიდანაც საბოლოოდ ჩვენ დავიწყებთ სუფთა ქართული ჯიშის ღორების მომრავლებას, რომლებიც თავიანთი მაჩვენებლებით ცნობილ ესპანურ „იბერიკოს“ უტოლდება. ”

