ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე ქორწინდება. იგი ხელს ე.წ. მატროსოვის ციხეში მოაწერს.
კირკიტაძის რჩეული 27 წლის მარიამ ახობაძეა, რომელიც ესთეტიკური ცენტრის გაყიდვების დირექტორია.
დავით კირკიტაძესთვის ეს მეორე ქორწინებაა. დავით კირკიტაძის პირველი მეუღლე ტელეწამყვანი და ‘,,ბარამბოს” პიარმენეჯერი სალომე წაქაძე იყო.
შეგახსენებთ, დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

