,,1983 წელს წავიდა ჩემი ბიჭი და მას მერე მისი სულის ძებნა დავიწყე” – თემურ წიკლაური

,,1983 წელს წავიდა ჩემი ბიჭი და მას მერე მისი სულის ძებნა დავიწყე" - თემურ წიკლაურიანსამბლ ,,ივერიის” წევრმა, მომღერალმა თემურ წიკლაურმა საინტერესო ცხოვრების გზა განვლო, თუმცა ამ გზაზე იყო ბევრი ტკივილი.

თემურ წიკლაური:

-მიმ­წუხრს მო­მა­ვალ­ში არ ვე­ლო­დე­ბი, რად­გან უკ­ვე გან­ვსაზ­ღვრე, მწუხ­რი რა არის, რო­ცა სიკ­ვდილ­მა თა­ვი­სი პი­რი მაჩ­ვე­ნა. შე­ვი­ცა­ნი, რომ უნ­და გარ­და­ვიც­ვა­ლო. აქ მო­სულს არა­ფე­რი მო­მი­ტა­ნია და აქე­და­ნაც ვე­რა­ფერს წა­ვი­ღებ…

1983 წელს წა­ვი­და ჩე­მი ბი­ჭი, გი­ორ­გი… მას მე­რე მი­სი სუ­ლის ძებ­ნა და­ვიწ­ყე. ვე­ძებ­დი ყველ­გან – დე­და­მი­წა­ზე მო­ცე­მულ ყვე­ლა ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და რე­ლი­გი­ა­ში. მხო­ლოდ ასე დამ­შვიდ­დე­ბო­და ჩე­მი სუ­ლი და გო­ნი. წა­ვი­კით­ხე ყვე­ლა­ფე­რი: და­ო­იზ­მი, ბუ­დიზ­მი, მუს­ლი­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­ის სა­ფუძ­ვლე­ბი. ისევ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან მო­ვე­დი. მხო­ლოდ აქ დავ­მშვიდ­დი… მივ­ხვდი, უფალ­მა ჩე­მი შვი­ლის წას­ვლით უფ­რო დი­დი რა­ღა­ცის­თვის მო­მამ­ზა­და…

ხვალ არ ვიქ­ნე­ბი… მე­რე რა? ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რომ დღეს ასე თუ ისე სრულ­ფა­სო­ვა­ნი ვი­ყო, ვა­კე­თო ის, რაც შე­მიძ­ლია. ვცდი­ლობ, ვიც­ხოვ­რო ფიქ­რმრა­ვა­ლი და სუ­ლი­ე­რე­ბით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბით.

იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ჩუ­მის პე­რი­ო­დი. სამ­ყა­რო ჩუ­მია ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში. ის რომ ლა­პა­რა­კობს, მღე­რის, ხმა­უ­რობს, სი­ცოც­ხლის გა­მოა ყვე­ლა­ფე­რი… მა­შინ მივ­ხვდი, ბრძო­ლაა სა­ჭი­რო მა­ში­ნაც კი, სიკ­ვდი­ლი რომ მო­ვა, ჩა­ბა­რე­ბა არ არის სა­ჭი­რო, ხმლით უნ­და გა­ე­გე­ბო…

96 წლის დე­და გარ­და­მეც­ვა­ლა. ის იყო ჩე­მი იმე­დიც, ძა­ლაც, სიმ­შვი­დეც… მინ­დო­და, დე­და­ჩე­მი და მი­სი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი ერ­თად შე­მე­ყა­რა და ყვე­ლა­სთ­ვის მო­მევ­ლო. ჭა­ღა­რა შვი­ლი რომ მი­ვი­დო­დი და მეტ­ყო­და, მო­გიკ­ვდეს დე­და, რო­გორ და­ი­ღა­ლეო… ამას ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის.

კვირის პალიტრა