ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სელექციურ აბორტებზე განაცხადა, რომ რეკომენდებულია სქესის არგამხელა ორსულთათვის, რადგან ეს ხანდახან გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე.
-მნიშვნელოვანია სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ, სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ ჩვენ გავეცით რეკომენდაცია მიცემული სქესის არგამხელასთან დაკავშირებით,
ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული, – განაცხადა სერგეენკომ.
სტატისტიკა, რომელიც ვრცელდება, შემზარავია. 1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო საქართველოში 31 446 გოგო არ დაიბადა.

