,,მონას ეძებს?” – რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ნინო წილოსანის თანაშემწე

,,მონას ეძებს?" - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ნინო წილოსანის თანაშემწე,,ქართული ოცნების” დეპუტატ ნინო წილოსანის ბიურო აცხადებს ვაკანსიას დეპუტატის თანაშემწის პოზიციაზე. მოთხოვნები ასეთია:

ფუნქციები:

• პარლამენტის წევრის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი შეხვედრების შესახებ;
• საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
• მივლინებების ორგანიზება;
• საქმიანი მიმოწერის უზრუნველყოფა;
• დოკუმენტების თარგმნა;
• კანონპროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
• საქმისწარმოების სპეციალურ პროგრამაში შემოსული დოკუმენტების გაცნობა, დამუშავება, პასუხების მომზადება და გაგზავნა;
• შემოსული განცხადებების (წერილობითი, ზეპირი, სოციალური ქსელების და ელ.ფოსტის) აღრიცხვა, იდენტიფიცირება და შესაბამის ფორმატში რეაგირება;
• იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად და, პარლამენტის წევრის სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, სხვა საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია;
• მოქალაქეთა ადვოკატირება;
• მოსახლეობასთან შეხვედრებში / მაჟორიტარის ინიციატივით მოწყობილ შეხვედრებში აქტიური ჩართულობა და საკითხების/იდეების ინიცირება;
• მაჟორიტარი დეპუტატის პროექტებში აქტიური ჩართულობა;
• მაჟორიტარის ბიუროსთან კოორდინაცია;
• პარლამენტის წევრის ოფიციალური Facebook-გვერდის ადმინისტრირება.

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
• უმაღლესი განათლება;
• სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
• ორგანიზატორული უნარები;
• ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები);
• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
• საოფისე პროგრამების (Ms. Word , Ms Excel) მაღალ დონეზე ცოდნა”.

..

ამ განცხადებას ფეისბუქში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

,,მონას ეძებს”, ,,და თავად ქალბატონმა წილოსანმა რა უნდა აკეთოს?! ნუ მხოლოდ დეპუტატის სკამზე ჯდომაა მისი მოვალეობა, მაშინ გასაგებია”, ,,თანაშემწე პირდაპირ დეპუტატად რომ გაამწესონ, არა? აბა,  დეპუტატს საქმე გასაკეთებელი აღარ რჩება და ბარემ ხელფასიც სადეპუტატო მიიღოს…”, ,,ვმუშაობდი ნინოსთან და კარგად ვიცნობ, პრესსამსახური ვიყავი და მართლაც არაჩვეულებრივი უფროსი იყო, თუმცა ამდენი ფუნქცია-მოვალეობებ-მოთხოვნები მაშინ არ ჰქონია”, ,,თუ თავად აკმაყოფილებს ზევით ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას, მე თავად ავიყვან ამას მდივან-რეფერენტად და თანაშემწედაც!”,  ,,პარლამენტარის ასისტენტი სწორედაც რომ მომავალი დეპუტატი უნდა იყოს და არა ყავის და ჩაის მომდუღებელი, უფუნქციო, ცალტვინა. ამ საბჭოური მენტალიტეტისგან როდის უნდა გავთავისუფლდეთ?? 30 წელი გავიდა უკვე
მოწონება…” – წერენ სოციალურ ქსელში.