საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზეც ისაუბრა. ,,რითია კარგი?” – კითხვა დასვა სააკაშვილმა.
,,იძახიან, კარგი ტიპია მარგველა. რითია კარგი? წინდებს ქსოვს, კარტოფილი მოჰყავს, კაი ტიპიაო. ტივტივებს რა! და რა ტივტივებს, ხო, კარგად იცით? დადეს რაღაც სივრცეში, სადაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი. დადეს იმისათვის, რომ ემსახუროს საქართველოს ხალხს და კაი ტიპია, ბიჭო, კარტოფილი მოჰყავსო. ეს ხალხი არის ჩვენი დაქირავებული და არავინ უნდა წამოვიცვათ თავზე” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

