ირაკლი ჩხიკვიშვილი: “მე და გაია ხაჩიძე უზომოდ ვართ შეყვარებულები”

ირაკლი ჩხიკვიშვილი: "მე და გაია ხაჩიძე უზომოდ ვართ შეყვარებულები"ირაკლი ჩხიკვიშვილი, ტელემაყურებლისთვის ცნობილი, როგორც ზურაშა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან”, გასული წლის ზაფხულში დაქორწინდა. თავის სასიყვარულო ისტორიას ის ბოლო წუთამდე მალავდა, ინტერვიუებში ამ თემას გაურბოდა ან პირდაპირ ამბობდა, რომ შეყვარებული არ იყო.

32 წლის ირაკლის რჩეული გაიანა ხაჩიძეა. მას საზოგადოება აქამდე იცნობდა, როგორც აჩი ფურცელაძის ყოფილ ცოლს. გაიას და აჩის კავშირი 5 წელი გრძელდებოდა გაშორება-შერიგებებით. ამ ხნის განმავლობაში ორჯერ ოფიციალურად იქორწინეს და განქორწინდნენ.

ირაკლი დაქორწინებული არასოდეს ყოფილა. როცა საუბარი ქალის იდეალზე ჩამოვარდებოდა, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მოსწონდა შავგვრემანი და მასზე უფროსი ქალები. გაიანამ კი ეს მოთხოვნები დააკმაყოფილა – ირაკლიზე ორი წლით უფროსიცაა და შავგვრემანიც.

“სარკე” ირაკლის დაუკავშირდა.

– მოგვიყევით, როგორ გაიცანით ერთმანეთი, როდის დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია.

– საპირისპირო სქესის ჟურნალისტებისგან განსხვავებით, თქვენ უფრო გამიგებთ. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც პირად ურთიერთობებზე საჯაროდ ყვებიან. აქედან გამომდინარე, კონკრეტული დეტალები მხოლოდ ჩემი და გაიასია. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ ჩვენ უზომოდ ვართ შეყვარებულები.

– ოჯახი, მეგობრები როგორ შეხვდნენ თქვენს არჩევანს?

– მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ჩემ ირგვლივ ჩვენი ერთად ყოფნით ყველანი ბედნიერები არიან.

– გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ ცხოვრებას!

– დიდი მადლობა და მეც წარმატებებს გისურვებთ. ჩემი პირველი და ერთადერთი ინტერვიუ არის ეს ამ თემასთან დაკავშირებით.

ლევან ქემოკლიძე, სარკე