,,ამ მთავ­რო­ბას მოვუ..ან დი­ლე­ტან­ტი დე­დე­ბი” – გიორგი ყიფშიძეს ხელფასი 3 დღით დაუგვიანეს

,,ამ მთავ­რო­ბას მოვუ..ან დი­ლე­ტან­ტი დე­დე­ბი'' - გიორგი ყიფშიძეს ხელფასი 3 დღით დაუგვიანესმიხეილ თუმნიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი დაწერა დაგვიანებულ ხელფასზე.

,,არა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სო არ ხდე­ბა, ხელ­ფასს თა­ვის დრო­ზე არ გვაძ­ლე­ვენ და სა­ერ­თოდ, ამ მთავ­რო­ბას მოვუ..ან დი­ლე­ტან­ტი დე­დე­ბი. გუ­ლის ამ­რე­ვე­ბი ესე­ნი”, – და­წერა მსახიობმა, მოგვიანებით კი ეს სტატუსი წაშალა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობი რამდენიმე თვის წინ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მონაწილეობდა და მოსახლეობას 48-ის შემოხაზვიკენ მოუწოდებდა.

– ყო­ვე­ლი თვის ოც რი­ცხვში ირი­ცხე­ბა ხელ­ფა­სე­ბი და ამ თვე­ში 23 იან­ვარს ჩაგ­ვე­რი­ცხა. რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის პოსტს, ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა გა­მო­ხა­ტოს. ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ვის უხა­რია, ხელ­ფა­სი რომ იგ­ვი­ა­ნებს. თუმ­ცა წი­ნას­წარ ვი­ცო­დით, შე­ფერ­ხე­ბა რომ იქ­ნე­ბო­და და მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­გუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით.

ადა­მი­ა­ნუ­რად თუ და­ი­ჩივ­ლებს ვინ­მე, ესეც არ არის გა­საკ­ვი­რი. მარ­თა­ლია, სულ ორ-სამ დღე­ზეა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ, რო­დე­საც სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გარ­კვე­ულ თა­რიღ­ზე აქვთ აწყო­ბი­ლი, ზო­გი­ერ­თი ხელ­ფა­სის დაგ­ვი­ა­ნე­ბას უფრო მე­ტად გა­ნიც­დის. რე­აქ­ცია ყვე­ლას აქვს მეტ-ნაკ­ლე­ბად და მხო­ლოდ ჩვენს თე­ატ­რში კი არა, სხვა თე­ატ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სტა­ტუ­სე­ბიც გვი­ნა­ხავს. ჩვენს თე­ატ­რში რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რომ ხდე­ბო­დეს, ამას ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვი, – განაცხადა ამბები.ჯისთან თუმანიშვილის თე­ატ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ის უფროსმა სოფო სი­ხა­რუ­ლი­ძემ.