,,პირველი არხის” ინფორმაციით, თბილისში 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს. მეზობლების თქმით, გოგონა მისი ბიოლოგიური შვილი არ არის. ყვებიან, რომ ქალი გოგონას და მისი 5 წლის ძმას ხშირად სასიკვდილოდ სცემდა.
გოგონას გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

