რუსკა ქარქაშაძე და გიორგი ქვილითაია ერთად არიან?

რუსკა ქარქაშაძე და გიორგი ქვილითაია ერთად არიან?რუსკა ქარქაშაძე და გიორგი ქვილითაია ერთად არიან?

რუსკამ ინსტა-სთორიში ფოტო გამოაქვეყნა,სადაც ასეთი წარწერაა “შენ და ქვილითა?”, ასევე “ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალი სეზონის მონაწილემ მხარდასაჭერი ვიდეოებიც ატვირთა სოციალურ ქსელში, სადაც ფეხბურთელი მოუწოდებს ყველას, რომ მხარი დაუჭირონ რუსკა ქარქაშაძეს.

ისმის კითხვა – თამო ვაშალომიძისა და ნინიკო ნაცარიშვილის შემდეგ, ფეხბურთელის ტრფობის ობიექტი რუსკა გახდა?
ბოლო ხანებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ცნობილ ქართველ გოგონებთან ერთად ხშირად აფიქსირებენ.
ცოტა ხნის წინ გიორგი, ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრების თამაშზე, ლევან ჯიბღაშვილის ყოფილ საცოლესთან, ნინიკო ნაცარიშვილთან ერთად გამოჩნდა, უფრო ადრე კი თამო ვაშალომიძესთან ერთად იყო, თამომ თავის პირად ინსტაგრამის სთორიში თავად ატვირთა ფეხბურთელთან ერთად ფოტო.

საინტერესოა, გიორგი ქვილითაია მოკლეხნიან რომანებშია, თუ უბრალო გატაცებებს აქვს ადგილი.

დრონი