ბოლნისის მერიამ არ არსებული სარიტუალო დარბაზების აშენებაში 101 ათასი ლარი გადაიხადა

ბოლნისის მერიამ არ არსებული სარიტუალო დარბაზების აშენებაში 101 ათასი ლარი გადაიხადაარასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2016-2017 წლებში ბოლნისის მერიამ 101 000 ლარად 5 სარიტუალო დარბაზის აშენება გადაწყვიტა, თუმცა ისინი დღემდე არ არის აშენებული.

“2016-2017 წლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 5 სარიტუალო დარბაზის მშენებლობა გადაწყვიტა, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 101 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოების დაწყების მიუხედავად, დღემდე არც ერთი ობიექტის მშენებლობა არ დასრულებულა. ადგილობრივი ჩინოსნების განცხადებით, სარიტუალო დარბაზების უფუნქციობა კარ-ფანჯრების, ინვენტარის, იატაკისა და კედლების არარსებობითაა გამოწვეული.

2017 წლის მეორე ნახევარში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სარიტუალო დარბაზების დასასრულებლად საპროექტო დოკუმენტები ხელახლა შეიძინა, თუმცა სამშენებლო ობიექტების დასრულება ამ დრომდე არ მომხდარა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეეძლება ადგილობრივ მოსახლეობას სარიტუალო დარბაზების გამოყენება”, – წერს ფლანგვის დეტექტორი აუდიტის ანგარიშზე დაყრდნობით.

ტაბულა, ,,ფლანგვის დეტექტორის” ფოტო