21 დეკემბერს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა ინფორმაცია დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული მსხვილი საჩუქრების შესახებ, რომლებსაც დეპუტატები ძირითადად ახლო ნათესავებისგან იღებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მამისგან 120 000 აშშ დოლარი მიიღო.
უმრავლესობის დეპუტატის, რომან მუჩიაშვილის ცოლს, თამარ მუჩიაშვილს ორგანიზაციისთვის უცნობმა პირმა 50 000 აშშ დოლარი აჩუქა.
უმრავლესობის კიდევ ერთ დეპუტატს, კახაბერ ოქრიაშვილს შვილმა წილი აჩუქა, რომლის ღირებულებაც 1 250 000 ლარს შეადგენს.
უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის ცოლს, თინათინ კიკილაშვილს ნათესავმა აქციები აჩუქა, რომლის ღირებულებაც 12 9000 აშშ დოლარს შეადგენს.
უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს მამამ 100 000 ლარი აჩუქა.
უმრავლესობის დეპუტატს, ზაზა გაბუნიას ახლო ნათესავმა 56 000 აშშ დოლარი აჩუქა.
უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის ცოლს, თინათნ აბრალავას ორგანიზაციისთვის უცნობმა პირებმა 170 000 და 60 000 ლარის ღირებულების ორი ბინა აჩუქეს.
უმრავლესობის დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის ცოლს, მარგალიტა ჭყონიას ორგანიზაციისთვის უცნობმა პირმა 27 6000 აშშ დოლარის ღირებულების ბინა აჩუქა.
უმრავლესობის დეპუტატის, შალვა კიკნაველიძის ცოლს, თათია სახელაშვილს მშობლებმა 22 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილი აჩუქეს.
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, გიგი წერეთლის ცოლს, ეკა კანდელაკს მშობლებმა 5 000 აშშ დოლარი და 4912 ფუნტი სტერლინგი აჩუქეს.
,,უმრავლესობის წევრის ცოლი მინდა, ვიყო”, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი ამ ინფრომაციას.
ნეტგაზეთი

