ნუკი კოშკელიშვილი: ,,გიჟი დედები რომ არიან, ბენი ზუსტად ისეთია”

ნუკი კოშკელიშვილი: ,,გიჟი დედები რომ არიან, ბენი ზუსტად ისეთია"ყოფილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დედა გახდა, თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე ,,სარკესთან” საუბრობს.

–ნუკი, როგორი მამაა ბენი, ამ კუთხით რა თვისებები აღმოაჩინეთ მასში?

– გიჟი დედები რომ არიან, ზუსტად ისეთია – ხელი არავინ მოჰკიდოსო. გვეუბნება, რომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ. კითხულობს, სწორად შევახვიეთ თუ არა. ყველაფერზე ნერვიულობს. იმდენად ყურადღებიანი მამაა, ცოტას მაშინებს. სულ ნერვიულობს ბავშვზე. ბენი მამობამ შეცვალა როგორც ჩემ მიმართ, ასევე მთელი ოჯახის მიმართ.

— თქვენ როგორი დედა ხართ?

– სიმართლე გითხრათ, მეც სულ ვდარდობ, სულ მეშინია, რამე არ ვატკინო, რამე არ მოუვიდეს, მაგრამ ისე ძალიანაც – არა, როგორც ბენი. ის ძალიან ზედმეტად პატრონობს.

— რა შესძინა თქვენსა და ბენის ურთიერთობას ოლივერმა?

– ალბათ უფრო მეტი სიყვარული. ბევრად უფრო ერთიანები ვხდებით, ვიდრე ოდესმე ნუკი კოშკელიშვილი: ,,გიჟი დედები რომ არიან, ბენი ზუსტად ისეთია"ვყოფილვართ. თუ გვეგონა, რომ აქამდე ერთმანეთი გვიყვარდა, ახლა ასმაგად გვიყვარს. უკვე ნამდვილი ოჯახი ვართ.

— როგორც მახსოვს, ბოლოს 20 კილო გქონდათ მომატებული. უკვე დაიწყეთ წონის დაკლებაზე ზრუნვა?

– კი, 10 კილო უნდა დავიკლო. სხვათა შორის, ველოდებოდი, რომ მუცელი დამრჩებოდა, მაგრამ საერთოდ აღარ მაქვს. ამბობენ, ბავშვი თუ ბუნებრივ კვებაზე გყავს, დიეტა არ შეიძლებაო, ამიტომ თავს ვიკავებ. უძილო ღამეები და 4 კილოიანი ბავშვის აწევ-დაწევა ალბათ ხელს შემიწყობს წონის განადგურებაში. მერე ვარჯიშს დავიწყებ და იმედია, ძველ ფორმას დავიბრუნებ.

ეკა ლემონჯავა, სარკე