
დონეცკის ,,შახტარის” ქართველმა ფეხბურთელმა დავით ხოჭოლავამ უკრაინელ ქალზე, ყოფილ მოდელ მოდელზე, ალინაზე იქორწინა. ის ინსტაგრამზე ქმრის გვარით არის რეგისტრირებული. წყვილი თაფლობისთვეს პარიზში ატარებს. უკრაინელების ქართველი რძალი ერთ-ერთ პოსტში წერს:
,,მინდა მოვუყვე ყველას, რომ მადლობელი ვარ შენი – შენი თავდადების, მიზანდასახულობისა და სიძლიერის გამო. ყოველ დილას დგები 08:00-ზე და მიდიხარ სავარჯიშოდ, ნებისმიერ ამინდსა და განწყობაზე. ყოველ დილით იღვიძებ 10 წუთით ადრე, რომ ჩემთან ჩახუტება მოასწრო. ეს მეორდება ყოველ დილით და ამას შენ ჩვენი მომავლისთვის აკეთებ.
მადლობა შენი იუმორისთვის, მაშინაც რომ გამაღიმებ, როცა ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე. მადლობა სიმშვიდისთვის, რასაც შენგან ვსწავლობ. შენ ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ, ვისაც შევხვედრივარ. მადლობა სითბოსთვის, მზრუნველობისთვის, მოთმინებისთვის. მაგრამ ყველაზე მთავარი – მადლობა შენ სიყვარულისთვის, ჩემო ძვირფასო. ბედნიერი ვარ, რომ შენისთანა მამაკაცი მჩუქნის ამ სიყვარულს!” – წერს ემოციურ პოსტს მეუღლეზე ალინა ხოჭოლავა”.
სპორტალ.ჯი

