ჟურნალ ,,სარკის” დღევანდელ ნომერში მომღერალი ნინი შერმადინი იხსენებს, როგორ გაუჭირდა აშშ-ში თავის დამკვიდრება. როგორც მომღერალი აღნიშნავს, ამ ქვეყანაში 200 დოლარით ჩავიდა და უკან დაბრუნებაზეც ფიქრობდა.
-6 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ და ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა. თავიდან ყველა სამსახურში ვცადე ბედი. ამერიკაში 200 დოლარით ჩავედი.
აბსოლუტურად უცხო ქართველი ემიგრანტები დამიდგნენ გვერდით, სრულიად უსასყიდლოდ მიწყობდნენ ხელს ახალი ცხოვრების დაწყებაში. მთელი სიცოცხლე ამ ხალხის მადლიერი ვიქნები. მიმტანადაც ვიმუშავე, მოხუცის მომვლელადაც, ძიძადაც. ამ ბოლო ორი სამსახურიდან გამომიშვეს, ეს საქმე არ იციო…
არ შემიძლია, უღრმესი მადლობა არ გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს. მან დამიწერა სარეკომენდაციო წერილი, რამაც ფაქტობრივად გდამწყვეტი როლი ითამაშა. ერთადერთი მომღერალი ვიყავი, რომელსაც რეკომედაციას საქართველოს პრეზიდენტი უწევდა. სამუშაო ვიზა რეკორდულ დროში მომივიდა…
თუ რა გადახდა თავს ამერიკაში, როგორია მისი პირადი ცხოვრება, ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში.

