მიხეილ სააკაშვილი: ,,მარიხუანა ხდება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი”

მიხეილ სააკაშვილი: ,,მარიხუანა ხდება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი"საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში მარიხუანის წარმოების და ექსპორტის ლეგალიზების ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. სააკაშვილის შეფასებით, ივანიშვილს უნდა, რომ საქართვლო მარიხუანის მწარმოებელი და ექსპორტიორი გახდეს.

-ეს არ არის ჩემი მიმართვა, მე მინდა, მოგიყვეთ უბრალოდ ერთი ამბავი. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა ოცნების პოლიტიკური საბჭო და წევრები მოელოდნენ, რომ ივანიშვილი ილაპარაკებდა სალომე ზურაბიშვილზე, მაგრამ ის პირდაპირ გადავიდა საქმეზე. მან მოუწოდა თავის პარტიას, მხარი დაუჭირონ კანონს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ხდება მარიხუანის მწარმოებელი ქვეყანა და მარიხუანა ხდება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილს მამაცაშვილთან ერთად ნარკოკარტელის გაკეთება სურს.

-მე ხომ ვამბობდი, რომ ლეგალიზაცია მას სჭირდებოდა იმისთვის, რომ რამდენიმე კვირით ადრე უჩა მამაცაშვილმა, მისმა დეიდაშვილმა, ჩამოიყვანა ამერიკიდან ამის სპეციალისტები და საქართველოში უნდოდათ ნარკოკარტელის გაკეთება და ახლა აკეთებენ კიდევაც.

ჩემს დროს საქართველო ხდებოდა რეგიონალური ჰაბი ბიზნესის, კულტურის, განვითრების, ლოგისტიკის, ახალი ტექნოლოგიების. ივანიშვილმა ყველაფერი ეს ჩამოაშორა და საქართველოს ქცევა უნდა ნარკოჰაბად, ნარკოკარტელის ქვეყანად, – განაცხადა სააკაშვილმა.

ნიუპოსტი