,,ივანიშვილმა მითხრა, კალაძეს 8 მილიონი მივეციო” – პაატა ბურჭულაძე

,,ივანიშვილმა მითხრა, კალაძეს 8 მილიონი მივეციო" - პაატა ბურჭულაძემსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სკანდალური განცხადებები გააკეთა. მან ბიძინა ივანიშვილის გაცნობის დღე გაიხსენა და ისიც თქვა, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს მას ივანიშვილმა პრეზიდენტობა შესთავაზა.

-პირველად ივანიშვილს 2012 წლის იანვარში დედაჩემის პანაშვიდზე შევხვდი. ძალიან მესიამოვნა მისი გაცნობა და მადლობები ვუხადე, იმიტომ, რომ მე ქედს ვიხრიდი ამ ადამიანის წინაშე, მადლობა გადავუხადე იმ გაწეული საქმეებისთვის, რაც მან გააკეთა ქართველი ინტელიგენციისთვის.

მესამე შეხვედრა იყო პატრიარქის, ჩვენი უწმინდესის საღამო პარიზში. მან გამოთქვა სურვილი, რომ ყოფილიყო ამის დამფინანსებელი, რაზეც გვქონდა შეხვედრა და ამ შეხვედრაზე დავიწყეთ პოლიტიკური ლაპარაკი.

მითხრა, შენ პრეზიდენტი იყავი და მე პრემიერმინისტრიო. მე უარი ვუთხარი. პირველი ზარი, რამაც ჩემში აღშფოთება გამოიწვია, იყო ის, რომ მითხრა, ბიჭო, ფინანსებზე თუ არის პრობლება, აი, მე კახი კალაძეს 8 მილიონი მივეცი ბანკისთვის და აი, კახი კარგად არისო.

რაც შეეხება კახის, მას პატივს ვცემ. „ოცნებაში“ კახის მსგავსად არის ადამიანების ნაწილი, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანურად გამოვიდნენ იქიდან…

ივანიშვილი ყველას აფასებს ლარში და დოლარში. იყო საკმაოდ დიდი თანხა შემოთავაზებული _ ძალიან დიდი თანხა, მილიონები, მაგრამ უარი ვუთხარი. მერე კი ჩემს მეგობრებთან თქვა,  ბურჭულაძე 50 მილიონს მთხოვდაო.

რუსთავი 2, არჩევანი