ქართველი მხატვარი საფრანგეთში მამა გაბრიელის ანაფორის ნაკუწს დაატარებს

ქართველი მხატვარი საფრანგეთში მამა გაბრიელის ანაფორის ნაკუწს დაატარებსჟურნალი ,,სარკე” მკითხველებს ამჯერად მხატვარ ეთერ მითაგვარიაზე უამბობს, რომელსაც  ეთერნის ფსევდონიმით იცნობენ. ის წლებია საფრანგეთში ცხოვრობს.
ეთერ მითაგვარია საქართველოში მულტიპლიკაციურ ფილმებს აფორმებდა, საპატრიარქოში კაბინეტიც ჰქონდა გამოყოფილი ხატწერისთვის, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო 1995 წელს შვეიცარიაში წავიდა, სადაც მომავალი მეუღლე, ფრანგი მხატვარი ბერნარ პოლაკი გაიცნო და მასთან დაოჯახების შემდეგ საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ქალაქ ჰიუნინგში ბავშვებს შემოქმედებით მასტერ კლასებს უტარებს.

-სამთავროს დედათა მონასტერში ერთი თვე ვცხოვრობდი. ერთხელ კაბა შევუკერე. მამა გაბრიელმა რომ დაინახა, ატირდა. იკითხა, ვინ შეკერაო. დედებმა თითქოს გზა გახსნეს და მკითხა, შენ რა გქვვიაო. არ ვიცი, მომეჩვენა თუ იმ კოშკს ჰქონდა აკუსტიკა, მაგრამ მამა გაბრიელის ხმა გრუხუნივით გაისმა, ჩამიხუტა და დამლოცა.

მერე, იცით, რა მოხდა? საფრანგეთში რომ მოვხვდი, რუსულენოვან ეკლესიაში მივედი. ერთი მორმწუნე გოგო მოვიდა ჩემთან და მითხრა, მამა გაბრიელი გამომეცახადა, მან კაბა შემიკერა და საქართველოში გადაეცი, ეს კაბა დაჭრან და დაურიგონ ყველასო. გავოგნდი.

წლები რომ გავიდა, მაია ჩავიდა სამთავროს მონასტერში და დედა პარასკევას მოუთხრო ეს ამბავი. 2013 წელს ჩამოვედი საქართველოში და დედა პარასკევამ მაჩუქა თავისი დაწერილი წიგნი მამა გაბრიელზე და ჩემი შეკერილი კაბის ნაწილი. თურმე დაუჭრიათ.

პატარა ნაწილი დავიტოვე ჩემთვის, რადგან აქ ჩვენს ეკლესიასაც მივეცი. როგორც რელიკვიას ისე ვინახავ, ბროლის სათავსოშია მოთავსებული და ხატებთან მიდევს, პაწაწინა ნაწილი კულონში ჩავდე და ვატარებ, ვიცი, რომ მიცავს, – ამბობს მხატვარი და ,,სარკესთან” მონასტერში ცხოვრების, მამა გაბრიელთან ურთიერთობის შესახებ ყვება.

მხატვარი ასევე იხსენებს თავისი სიყვარულის უცნაურ ისტორიას და მისტიკურ ამბავს, რომელიც მის ცხოვრებას უკავშირდება.

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში