გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკსა და სხვა პროექტების “სიკეთეებზე” საუბრობს. დავითაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს.
,,სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოს არ გააჩნია ფუფუნება მნიშვნელოვანი რესურსი გამოყოს ისეთი პროექტების განსახორციელებლად, როგორიცაა დენდროლოგიური პარკი, თანამედროვე საკონცერტო დარბაზი, უნიკალური სანაშენე მეურნეობა, აღდგენილი კულტურული მემკვიდრეობის ასობით ძეგლი. ბატონი ბიძინას მეცენატობით ჩვენ გვაქვს ეს სიკეთეები…
ფაქტობრივად ბუნების ახალი ძეგლი იქმნება. უბრალოდ აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ასეთი უნიკალური ტერიტორიის მოწყობა ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენდეს გარემოზე”, – წერია გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებაში.

