,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგმაძემ საგანგებო ბრიფინგზე ყოფილი ტელეწამყვანის, ეკა ბერიძისა და მისი ქმრის, კახა ბექაურის პირად შემოსავლებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი ოჯახის წლიური შემოსავალი ერთი მილიონი ლარია.
-დღეს, 15 საათზე საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართება და მისი ხელმძღვანელი კახა ბექაური კიდევ ერთხელ შეეცდება, კონსტიტუციური დარღვევების გზით დააბრკოლოს დამოუკიდებლ ტელევიზიების მუშაობა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, პილიტიკური მოღვაწეობა ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციების, რაც ემსახურება ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს.
მე მოკლედ ავხსნი, რა განაპირობებს ბატონი ბექაურის მხრიდან ასეთ პირად მსახურებას ივანიშვილის მიმართ:
2017 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის პოსტზე კახა ბექაურმა მიიღო პირდაპირი ანაზარურება 234 ლარის ოდენობით, მისმა მეუღლემ, ეკატერინე ბერიძემ, რომელიც მუშაობს ,,თბილისის წყალმომარაგების კომპანიაში” კომუნიკაციებისა და კორპორაციის სამსახურის პოსტზე, მიიღო 305 ათასი ლარი…
შპს ,,ორი ნაბიჯის” (102 სავაჭრო წერტილს ფლობს თბილისში) 33 პროცენტის მფლობელი არის კახა ბექაური, ხოლო ეკატერინე ბერიძე სამეურვეო საბჭოს წევრია. ამ კერძო ფირმამ წლის განმავლობაში პირდაპირი მოლაპარაკების გზით საბიუჯეტო ორგანიზაციებთან 182 ხელშეკრულების დადება მოახერხა….
ბიძინა ივანიშვილის პირადი მსახურების სანაცვლოდ ეს ოჯახი მთლიანობაში წლიურად იღებს 1 მილიონ ლარამდე ანაზღაურებას.

