პაატა ზაქარეიშვილი – ,,მინისტრის მანქანიდან ისევ მეტროში რომ ჩავედი, გავოგნდი სიღარიბის დონით. 2012 წელს ასე ღარიბი არ იყო ხალხი”

პაატა ზაქარეიშვილი - ,,მინისტრის მანქანიდან ისევ მეტროში რომ ჩავედი, გავოგნდი სიღარიბის დონით. 2012 წელს ასე ღარიბი არ იყო ხალხი”“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს.
– ბატონო პაატა, თქვენ “ქართული ოცნების” მთავრობის წევრი იყავით. დღეს ბევრი კრიტიკა ისმის “ოცნების” მისამართით. ქაოსი, შიდა დაპირისპირებაა გუნდში. როგორია თქვენი შეფასებები?
– იმ ძველი მთავრობიდან, რომლის წევრიც მეც გახლდით, მხოლოდ ორი მინისტრია, წულუკიანი და სერგეენკო, დანარჩენი ყველა ახალია და მათზე მეც იმდენი ვიცი, რაც დანარჩენმა საზოგადოებამ. პრობლემები მართლაც არის. კარგი მთავრობა არ ნიშნავს იმას, რომ უკეთესი იყო ნაციონალურ მოძრაობაზე. სხვა ბევრი რამაა საჭირო. სტაბილურობის და მდგრადობის განცდა უნდა იყოს საზოგადოებაში.
– ეს ყველაფერი არ არის?
– პოლიტიკური მდგრადობა არ არის. ივანიშვილის დაბრუნება ვერც ვერავინ შეამჩნია. ახლა ამ გამოსვლით, შესაძლოა, რაღაც სიცხადე შემოიტანოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ცხადია, რომ ის ძალიან ადრე წავიდა პოლიტიკიდან და ძალიან გვიან დაბრუნდა. თუ წამსვლელი იყო, ცოტა მოგვიანებით უნდა წასულიყო და თუ დამბრუნებელი იყო, ცოტა ადრე უნდა დაბრუნებული. ის დროში აცდა წასვლასაც და უკან შემობრუნებასაც. პრაქტიკულად ამან შექმნა გარკვეული რყევები, რაც გამოიყენეს სხვებმა “ქართულ ოცნებაში”.
– შიგნით გუნდში?
– დიახ, რაღაც ახალი დაჯგუფებები შეიქმნა. ეს ბუნებრივი მოვლენაა, როცა სისტემა არ არსებობს, შემდეგ ის თავისებურად ლაგდება. თუ ყანაში სიმინდს არ თესავ, იქ სარეველა ამოდის. ეს ხომ ბუნებრივი პროცესებია. ვაკუუმი არ არსებობს, რაღაცა პროცესები მაინც მიმდინარეობს. ან შენ მართავ პროცესებს, ან პროცესები გმართავს შენ! მესამე ვარიანტი არ არსებობს.
ამ ფონზე პროცესებმა დაიწყო მართვა იგივე “ქართულ ოცნებაში”…

მასალა სრულად ნახეთ