ქმრის მიმართ გრძნობები გამოაცოცხლეთ

ქმრის მიმართ გრძნობები გამოაცოცხლეთჩვეულებრივ, ქორწინების პირველი წლები სასიამოვნო მოგონებად გვრჩება. შემდეგ მოწყენილობა, ერთფეროვნება იწყება.

როდესაც ქორწინების ეიფორიის სასიამოვნო გრძნობა მეორე პლანზე გადადის, თქვენ გვერდით მყოფი მამაკაცი წინანდებურად თქვენში მგზნებარე ემოციებს არ აღძრავს, ფსიქოლოგთა მტკიცებით, ეს ნორმალურია. ასეთი პერიოდი თანაცხოვრების მესამე ან მეშვიდე წელს დგება.

იმის გაგება, რომ ქმრის მიმართ ადრინდელი ინტერესი გაქრა, რთული არ არის. ჩვეულებრივ ეს ასე ვლინდება:

1.მასთან სალაპარაკო არაფერი გაქვთ. საღამოები სიჩუმეში ან ტელევიზორის ხმის ფონზე გადის.

2.მის გვერდით თავს არაკომფორტულად, უხერხულად გრძნობთ. თითქოს თქვენ გვერდით არა – ახლობელი, არამედ უცხო პიროვნებაა.

3. არ გიჩნდებათ სურვილი, ახალი ამბები, განცდები გაუზიაროთ.

4.ყველაფერი თქვენს უკმაყოფილებას იწვევს. რაზეც ადრე თვალებს ხუჭავდით, ახლა გაღიზიანებთ.

5.ინტიმური ურთიერთობის სურვილი გაქრა.

ამ სიტუაციიდან მარტივი გამოსავალი – ეს არის გაყრა, მაგრამ რა უყოთ ერთად გატარებულ წლებს, ბავშვებს, იპოთეკას, საეროთ მეგობრებს? უკეთესი ხომ არ იქნება ცოტა გაისარჯოთ და გრძნობები გამოაცოცხლოთ? მით უფრო, ამის გაკეთება არც ისე რთულია, მთავარია სურვილი!

გაიხსენეთ წარსული. თვალები დახუჭეთ და მეხსიერებაში გააცოცხლეთ მომენტები: როდის გაიცანით ქმარი? მაშინ როგორი იყო? რისთვის შეიყვარეთ? თავად როგორ იქცეოდით? გაიხსენეთ ერთად გატარებული წლები. მისი გული ისეთივეა. ხელახლა შეიყვარეთ.

გააოცეთ. სათნლის შუქზე რომანტიკული ვახშამი მოაწყვეთ, ქალაქგარეთ ერთად გაემგზავრეთ, მასთან ერთად იმ გუნდის ფეხბურთის მატჩზე წადით, რომელსაც ქმარი გულშემატკივრობს. ნუ დაელოდებით, მან იმავეთი მაშინვე გიპასუხოთ. ყველაფერი უანგაროდ გააკეთეთ.

პატივი ეცით მის პირად სივრცეს. ქორწინების შესანარჩუნებლად და გრძნობების გამოსაცოცხლებლად ბევრი ქალი ცდილობს, მთელი თავისუფალი დრო ქმრის გვერდით გაატაროს. რამდენად მართებულია ეს? ცოლ-ქმარს საკუთარი ტერიტორია და პირადი დრო უნდა ჰქონდეს. მიეცით ქმარს თავისუფლება თავთან მარტო დარჩეს, თუ გრძნობთ, მას ეს ესაჭიროება.

საკუთარი ცხოვრებით დაკავდით. თავს გვერდიდან შეხედეთ. როგორ ფიქრობთ, ქმრისთვის ისევ საინტერესო ხართ? შეიძლება ყოფით საზრუნავში იმდენად ჩაეფალით, რომ სუპერმარკეტში პროდუქტების შესაძენად საშინაო სამოსით მიდიხართ. გახდით ისეთი ქალი, რომლის შეყვარება ისევ მოუნდებათ. შეიცვალეთ იმიჯი, იპოვეთ ახალი ჰობი, შეიძინეთ ახალი მეგობრები და ძველებთან კავშირი შეინარჩუნეთ.

ტრადიციები დაიცავით. ტრადიცია – მშვენიერი რამ არის ნებისმიერი ოჯახისთვის. შეიძლება ადრე გქონდათ, ახლა გაქრა? დააბრუნეთ. ქმარს მოუმზადეთ პელმენები, რომელიც ასე უყვარს, ყოველდღიურად ერთად ივახშმეთ, გამოსასვლელ დღეებში საშოპინგოდ ერთად წადით. ვარიანტი მრავალია, მთავარია – მეუღლეს აგრძნობინოთ, რომ ერთი მთლიანობა ხართ.

სიყვარულზე ილაპარაკეთ. ბოლოს როდის უთხარით თქვენს მამაკაცს, რომ გიყვართ? თუ არ გახსოვთ, ახლავე გამოასწორეთ. შეიძლება ფიქრობს, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანი აღარ არის. ქცევებითა და სიტყვებით აგრძნობინეთ და უთხარით, რომ თქვენთვის ძვირფასია და გჭირდებათ.

შეგიძლიათ სახლში თვალსაჩინო ადგილას პატარა ბარათები დაუტოვოთ, რომლებშიც თქვენ გრძნობებზე ისაუბრებთ – მეუღლეს ესიამოვნება.

სარკისთვის მოამზადა აზა გაგოშიძემ