არ ვიცით რატომ, მაგრამ არსებობს მოსაზრება, სექსუალურად ჩაცმული ქალი ერთგვარ ნიშანს აძლევს მამაკაცს, რომ მასთან სექსი სურს. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის.
ის, რომ ქალი არაჩვეულებრივად გამოიყურება, იმას სულაც არ ნიშნავს, რომ კაცის მოხიბვლას ცდილობს .
ტერეზა ტრეტის ხელმძღვანელობით კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, ქალების სამოსი, მაკიაჟი სულაც არ არის მათი სექსუალური ინტერესების ინდიკატორი.
კვლევმ ცხადყო, რომ მამაკაცები, რომლებიც კარგი ვიზუალით გამოირჩევიან და თავდაჯერებულები არიან, ქალის სხეულის ენის არაფერი ესმით. ისინი ქალს აფასებენ გარეგნობისა და სტილის მიხედვით და თვლიან, რომ მათთან სექსი სურს ყველას.
თუმცა, კვლევის ფარგლებში, მკვლევარებმა სტუდენტებს – 220 მამაკაცსა და 276 ქალს უჩვენეს 130 ფოტო, რომლებზეც აღბეჭდილნი იყვენენ ქალები და მამაკაცები. დავალება შემდეგში მდგომარეობდა: მათ უნდა შეეფასებინათ ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანების სექსუალურობა და თავიანთი სექსუალური ინტერესი.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისას, ქალებმა უპირატესობა ემოციურ მხარეს მიანიჭეს, კერძოდ სახის გამომეტყველებას, მზერას. მამაკაცებმა კი ქალები მათი ჩაცმულობისა და ვიზუალის მიხედვით შეაფასეს.
ნიუპოსტი