ქეთი ჩხეიძე: ,,ვიგრძენი, რომ ჩემი ქმრისთვის ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი”

ქეთი ჩხეიძე: ,,ვიგრძენი, რომ ჩემი ქმრისთვის ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი"მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ჟურნალ “სარკესთან” ისაუბრა.
-უცებ და მოულოდნელად არაფერი მომხდარა. ჩემი მეუღლე ძალიან დაკავებული ადამიანი იყო, მიუხედავად ამისა, მზრუნველი მამა და მეუღლე გახლდათ. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი.

თითქოს არც არაფერი შეცვლილა ურთიერთობაში, მაგრამ ქალი მცირე ცვლილებასაც გრძნობს ინტუიციით, რაღაც ისე ვერ იყო, ეს ყველაფერი წვეთ-წვეთად მოგროვდა. მე კი არ შემეძლო დიდი სიყვარულის გარეშე ცხოვრება და მშვიდად დავცილდით. იგი საუკეთესო მამაა და აქტიურად არის ჩართული შვილების ცხოვრებაში.

ახალგაზრდობაში გადაწყვეტილებებს ფიქრისა და განსჯის შემდეგ არ იღებ, უფრო სპონტანური ხარ, შენი მჩქეფარე ენერგია უცებ ითხოვს რეაგირებას. ამ ასაკში შეიძლებოდა სხვანაირად შემეფასებინა ფაქტები. სამწუხაროდ, გამოცდილება ასაკს მოაქვს… – ამბობს ქეთი ჩხეიძე.

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ სარკის მიმდინარე ნომერში