პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილი 45 მილიონი დაჯდა

პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილი 45 მილიონი დაჯდამსოფლიოში არ ცხრება ყურადღება დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარისა და ცნობილი ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილის მიმართ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის ხარჯმა 45.794.038 მლნ დოლარი შეადგინა. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ჰარის ძმის, პრინც უილიამის ქორწილზე 2-ჯერ ნაკლები თანხა იყო დახარჯული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თანხის 91% ($42 მილიონი) სამეფო ოჯახის წევრებისა და მოწვეული სტუმრების უსაფრთხოებაზე დაიხარჯა.

დანარჩენი ხარჯები ასე გამოიყურება: საპატარძლოს კაბა – $552 930; სასიძოს კოსტიუმი – $14 744; საქორწინო ბეჭდები – $11 058; ღონისძიების გასამართი ადგილები – $645 342; სადღესასწაულო გაფორმება და დეკორაციები – $442 344; ფოტო და ვიდეო გადაღება – $31 332; საქორწინო ტორტი – $92 155; მუსიკალური გაფორმება – $552 930; საყვირები – $165 879; საქორწინო მოსაწვევები – $36 862; ქორწინების გადასახადი – $322; კვება – $527 126; სასმელები – $355 718; ვარცხნილობები და მაკიაჟი – $18 431; მეჯვარის კაბები – $9 215; მეყვავილე გოგონებისა და გვერდზე მდგომი ბიჭუნების კოსტიუმები – $3 129; გასართობი ღონისძებები – $101 370; სიმბოლური საჩუქრები სტუმრებისთვის – $5 529; სურნელოვანი წყლები – $6 450.

რაც შეეხება თაფლობის თვეს, მისი ადგილი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წყვილს საქორწინო მოგზაურობა 221 172 დოლარი დაუჯდება.

თუმცა ექსპერტების აზრით, ეს ხარჯები სავსებით გამართლებულია – სამეფო ქორწილმა დიდი ბრიტანეთის სამეფოს სამჯერ მეტი თანხა, დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარის მოგება შეიძლება მოუტანოს.