საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანამდებობიდან გადადგა.
ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა მოზარდების მკვლელების საქმეს უკავშირდება. მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც ირაკლი შოთაძის გადადგომა გახლდათ.

