2020NEWS-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იყოს.
სააგენტოს სანდო წყაროს ინფორმაციით, სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ფავორიტია და მის კანდიდატურასთან კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.
„ივანიშვილს სუბარი მისი პოლიტიკური წარსულიდან და ასევე პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, ძალიან მოსწონს. ის პატიოსანი და მეოჯახე კაცის სტატუსით სარგებლობს“, – აცხადებს წყარო.
მისივე ინფორმაციით, სოზარ სუბარი მისი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით საქმის კურსშია. თუმცა, რამდენად უნდა პრეზიდენტობა, არ აკონკრეტებს.
„პრეზიდენტობა საპენსიო თანამდებობაა“, – უთხრა თანაგუნდელებს სოზარ სუბარმა.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მის დათანხმებას შეძლებს.
ცნობისათვის, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატობა მწერალ დავით მაღრაძეს შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ივანიშვილმა მაღრაძე ვერ დაითანხმა.
2020NEWS

