ადა მარშანია პრეზიდენტს: ,,მთავრობამ ფორმალურად მოგისმინათ და აიკრიფა, წავიდნენ”

ადა მარშანია პრეზიდენტს: ,,მთავრობამ ფორმალურად მოგისმინათ და აიკრიფა, წავიდნენ"-მთავრობამ ფორმალურად მოგისმინათ და აიკრიფა, წავიდნენ, ეტყობამ საქართველოს პრობლემების გადასაწყვეტად წავიდნენ თბილისში, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც დღეს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილის მოხსენებისას პარლამენტის დარბაზიდან „მთავრობა გაიქცა”.

-არ არის ეს ნორმალური, როდესაც პარლამენტში პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მობრძანდება და მთავრობა გაქცეულია დარბაზიდან, – აღნიშნა მარშანიამ.

მან პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის მოხსენება შეაფასა.

-მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თქვენს პოზიციას ვეთანხმებით, ამავდროულად თქვენგან ველოდებოდით უფრო საფუძვლიან გამოსვლას, განსაკუთრებით ორ საკითხში ქვეყნის, –  განაცხადა ადა მარშანიამ.

რუსთავი 2