პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან. საპარლამენტო ფრაქციის წევრები რუსეთის დედაქალაქში წასვლას აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გეგმავენ.
-ამ დღესასწაულების მერე მოსკოვში ვიზიტი გვაქვს დაგეგმილი. ფრაქციის წევრები იმავე შემადგენლობით წავალთ, როგორც აქამდე ვიყავით, – აცხადებს მარშანია, რომელიც პრემიერმინისტრის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა:
-ეს დამატებითი ბერკეტები, მექანიზმები კარგი შეთავაზებებია, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ხელისუფლებისგან ელოდება, რომ ის კონცეფციას, სრულ გეგმასა და ხედვას დადებს იმისა, თუ როგორ ხედავს ქვეყნის გამთლიანებას. მთავარი ესაა.
შემოთავაზებული დამატებითი სიკეთეებია, თუმცა ეს არ არის სტრატეგიული გეგმა იმისა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. იმისთვის, რომ ხელი არ შეგვეშალოს, უპირველესად, რუსულ მხარესთან უნდა ვმუშაობდეთ, რასაც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია აკეთებს, – განაცხადა მარშანიამ.
პირველი რადიო


პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან. საპარლამენტო ფრაქციის წევრები რუსეთის დედაქალაქში წასვლას აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გეგმავენ.