საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ერთი და იგივე რეჟიმი ჩამოყალიბდა სომხეთში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში და ეს ძალიან ჰგავს და უფრო და უფრო ემსგავსება იმას, რაც ხდება რუსეთში.
“მთელი ქონება ერთი და იგივე ხალხშია კონცენტრირებული, არჩევნებს კი ფორმალური ხასიათი აქვს და იქ არჩევნებით არაფერი წყდება”- აღნიშნა მიხეილ საკაშვილმა “არჩევანში” სტუმრობისას.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში ერთი და იგივე სისტემაა.
სააკაშვილი ხალხის კონსოლიდირებაზე საუბრობს.
“რუსეთის შემდეგ, საქართველოს ყველაზე დიდი ოკუპანტი ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რუსეთის გაგრძელებაა”, – აღნიშმა სააკაშვილმა.
ნიუპოსტი

