თბილისში, ბარნოვზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ტელეკომპანია ,,იბერიის” ეთერში მოკლული ქალის მეზობლები საუბრობენ და ყვებიან, რომ ის რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა და მკვლელს პატრულში დარეკვით ემუქრებოდა.
-მეზობელმა გაიგო ჩხუბი, კარზე დაუკაკუნა, რა ხდებაო. გვიშველეო, მკლავენო. უთხრა მკვლელს, ახლა პატრულს დავუძახებო. მან კი უპასუხა, დაუძახე, რაც გინდაო… მეზობლებმა კარი შეამტვრიეს, მაგრამ გვიანი იყო, უკვე ყელი ჰქონდა გამოჭრილი, – მოუყვა ჟურნალისტს მეზობელმა.
25 წლის ქალი სასტიკად არის მოკლული. მას მკვლელმა ორი შვილის თვალწინ გამოჭრა ყელი. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი ქალის მამინაცვალი ვეფხვია ბაქრაძეა.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

