ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ერთი წლის განმავლობაში 747 მლნ დოლარით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 1 მარტის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 5,303 მლრდ დოლარს შეადგენს.
2017 წლის 1 მარტისთვის ეს მაჩვენებელი 4,556 მლრდ დოლარით განისაზღვრებოდა.
საგარეო ვალის მოცულობა წინა თვესთან შედარებით 29 მლნ დოლარით არის შემცირებული (5,332 მლრდ დოლარი).
საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას 3,8 მლრდ დოლარი მართებს. საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 914 მლნ დოლარს აჭარბებს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.
კომერსანტი

