მიხეილ სააკაშვილი: ,, ჩვენი ყოფილი მინისტრი მშენებლობაზე მუშად მუშაობს, მეორე _ სატვირთოს მძღოლად”

მიხეილ სააკაშვილი: ,, ჩვენი ყოფილი მინისტრი მშენებლობაზე მუშად მუშაობს, მეორე _  სატვირთოს მძღოლად”საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამერიკაში მუშაობის დროს მისი ხელფასი ათეულობითათას დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ სააკაშვილმა გამოცემა “მედუზასთან” ინტერვიუში განაცხადა.

_ იყო პერიოდი, როდესაც მე შედარებით მშვიდი ცხოვრება მქონდა. მე ბოსტონში, ტაფტსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში ლექციებს ვკითხულობდი. მაშინ იქ სპეციალურად ჩემთვის გამოიგონეს რაღაც სტატუსი – მსხვილი უცხოელი პოლიტიკური მოღვაწე.

ჩემი წასვლის შემდეგ ამ თანამდებობაზე კოფი ანანი მოიყვანეს. ლექციებში საკმაოდ კარგ ფულს მიხდიდნენ – ათეულობითათას დოლარს. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ კარგი ხელფასია, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მინისტრები ახლა მძიმე სამუშაოებს ასრულებენ.

_ მინდა, იცოდეთ, რომ ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარდა, შემდეგ ის თბილისის პირველი ვიცემერიც იყო, ახლა ამერიკაში მშენებლობაზე რიგით მუშად მოეწყო.

კიდევ ერთი ჩვენი ყოფილი მინისტრი აშშ-ში სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის საქართველოში დარჩა, შიმშილით ხომ არ მოკვდებოდა? თუ ეკონომიკა იცი, შეგიძლია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ვერა ქობალიასავით მოეწყო, რომელიც ახლა ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველია. ყოფილმა პრემიერმა შექმნა რეფორმების სააგენტო და მთელ მსოფლიოში მოგზაურობს – აფრიკაში, ალბანეთში. მას ხელფასს ქართული რეფორმების გამოცდილების გაზიარებაში უხდიან, – აღნიშნა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.