ვერძი
ვერძისთვის 19 მარტამდე რთული პერიოდი იქნება. ასტროლოგები მათ ურჩევენ, თავი ხელში აიყვანონ. თუ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდება, საჭირო არაა, მაშინვე გაარკვიოთ, რა მოხდა და დამნაშავე ეძებოთ.
ამ თვეში პრობლემები ურთიერთობებში წარსულს ჩაბარდება, ხოლო თუ მოგწყინდათ ეს ურთიერთობები – თვითონ ურთიერთობები ჩაბარდება წარსულს.
თვის შუა რიცხვებიდან თქვენი დრო დგება – ნახევრად დასუსტებული მზე 20 მარტს თევზების ნიშნიდან თქვენს ნიშანში გადაინაცვლებს. შეძლებთ, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, დაუახლოვდეთ ადამიანებს. უბრალოდ, გახსოვდეთ, მარტის შუა რიცხვებამდე ყველაფერი დამოკიდებულია ეგოიზმის დათრგუნვის უნარზე, ხოლო შემდეგ – თქვენს ინციატივაზე.
კურო
ყველაზე სტაბილური ნიშანი ურთიერთობებს „ბოლო ამოსუნთქვამდე“ შეინარჩუნებს. ამ თვეში ყველაფერი მშვიდად და სასიამოვნოდ წარიმართება, გარდა სიყვარულისა. ურთიერთობებს რღვევის საფრთხე ემუქრება და ამის კატალიზატორი მარტოობის წინაშე თქვენი შიში გახდება.
ცვლილებები გარდაუვალია. ნუ ეცდებით ურთიერთობების გადარჩენას, პარტნიორის ნებისმიერი პირობის მიღებას იმ იმედით, რომ კონფლიქტი მოგვარდება. თქვენი ემოციურობა არა მხოლოდ ვერ გადაარჩენს ვითარებას, არამედ ყველაფერს უფრო გაართულებს. ეცადეთ, თქვენთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.
ტყუპები
ტყუპებისთვის მარტი თბილი თვე იქნება, რომელიც არ გამოდგება ურთიერთობების გამორკვევის, კამათისა და პრეტენზიებისთვის. მაგრამ 31 დღე სულ უღრუბლოდაც ვერ გაივლის. თქვენი დამხმარე ვენერა ვერძის ნიშანში გადადის, რაც, მინიმუმ, ემოციურ არასტაბილურობას მოგიტანთ.
როგორც კი კრიზისს იგრძნობთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში, არ იჩქაროთ გაქცევა. დაელაპარაკეთ მას, გამოხატეთ ემოციები. ვარსკვლავები დარწმუნებული არიან, რომ კომპრომისის ყველანაირი შანსი არსებობს, რადგან პრობლემების უმეტესობა თავად თქვენი გამოგონილია, პარტნიორი კი თქვენი ეჭვების გაფანტვაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
იუპიტერი მარტში რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. იუპიტერთან ერთად კირჩხიბებიც უკან დაიწყებენ სვლას. სიყვარულის ფრონტზე მიღწეულ ყველა წარმატებას უკვალოდ გაქრობა ემუქრება. ასტროლოგები გირჩევენ, უყურადღებოდ არ დატოვოთ არც ემოციური კრიზისი და არც კრიზისი ურთიერთობებში. გაგიჩნდებათ განმარტოების, გაბუტვის სურვილი. მთელი ასტროლოგიური სამყაროსთვის ცნობილია, რომ კირჩხიბები იგნორირებას საქმის ცოდნით, დაუნდობლად აკეთებენ.
მარტში თქვენი სურვილი, რომ სულიერი მდგომარეობა მოიწესრიგოთ, ურთიერთობებში პრობლემებს მოიტანს. საყვარელი ადამიანი მიზეზების გამორკვევას დაიწყებს, თუ რატომ შეგეცვალათ მის მიმართ დამოკიდებულება; იპოვის და თან – საკუთარ თავში. რაოდენ მძიმეც უნდა იყოს თქვენთვის, პარტნიორი დამნაშავე არ არის, ამიტომ ნუ დაიხურავთ „უჩინმაჩინის“ ქუდს, თითქოს ამ ურთიერთობებში თქვენ არ არსებობთ.
ლომი
ლომებს მარტში ნამდვილი დრამა ელოდებათ. დაუნდობელი სატურნის ენერგეტიკა თქვენზე ძალიან იმოქმედებს. სულ უმნიშვნელო ინტერესთა კონფლიქტიც კი შეიძლება ურთიერთობების ხმაურიან გამორკვევაში გადაიყვანოთ. ასეთი შოუ მაყურებელზეა გათვლილი, თქვენ კი თქვენსა და საყვარელი ადამიანის ახლობლებსა და მშობლებს ჩართავთ ამ კონფლიქტში.
ახლა არაფრით არ შეიძლება ურთიერთობების საზოგადოებრივ სამსჯავროზე გატანა. შეიძლება, კონფლიქტის ნეიტრალიზება მოახდინოთ კიდეც პარტნიორის „შევიწროებით“, მაგრამ ეს კრიზისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ პრობლემას სწორედ თქვენ „გაბერავთ“, ხოლო თქვენს პარტნიორს კი სხვა გზა აღარ დარჩება, რომ საკუთარი თავი დაიდანაშაულოს.
ქალწული
ქალწულებმა ყოველთვის ზუსტად იციან, რას გრძნობენ, რატომ გრძნობენ, როგორ დაამყარონ კავშირი, რა გააკეთონ და ვინ არის დამნაშავე. ტიპური ქალწულისთვის ყველა დამნაშავეა. თუ ურთიერთობები უკიდურესობამდე მივიდა, ქალწულს დეტალურად შეუძლია აღწეროს, როგორც მიიყვანა სწორედ პარტნიორმა კავშირი უფსკრულამდე. მარტში ასეთმა დამოკიდებულებამ თქვენი პარტნიორი შეიძლება თქვენ წინააღმდეგ განაწყოს.
არავის უყვარს, როცა დამნაშავედ გამოჰყავთ. ურთიერთობებში დამნაშავე ყოველთვის ორივეა, და თუ ამას მიიღებთ, ადამიანებთან უფრო მარტივად გექნებათ ურთიერთობები. საჭიროა არაა, რომანის კრიზისიდან გამოყვანის შესახებ რჩევების კრებული დაწეროთ, მოქმედებების დროა. გაძლიერებული მარსი ბედნიერების დაცვაში დაგეხმარებათ, თუ მისი გულისთვის შეცვლას მოისურვებთ.
სასწორი
სასწორებს მრავალი უნარი აქვთ და აქედან ერთი წინათგრძნობაა. ისინი გრძნობენ, საიდან უბერავს კრიზისის ქარი, სად წარმოიქმნა ურთიერთობებში დისბალანსი, ამიტომ სასიყვარულო ნავში ბზარებს პრაქტიკულად ყოველთვის დროულად ამჩნევენ. მაგრამ მარტი ცვლილებების თვეა, ამიტომ გაფრთხილდით, ალღომ არ გიღალატოთ.
პარტნიორთან მეტი ურთიერთობა იქონიეთ, რადგან თქვენი ინტუიცია დადუმდება და შეიძლება, პრობლემის დასაწყისი გამოგრჩეთ, რომელიც შემდეგ უკვე აღარ მოგვარდება. ამის გამო შეიძლება ისეთ ქმედებები ჩაიდინოთ, რომელიც უკან დასახევ გზას დაახშობს.
მორიელი
ამ თვეში ასტროლოგები მორიელებს არცთუ მარტივ ხასიათში რაიმეს შეცვლას ურჩევენ, რადგან სწორედ ამას მოითხოვენ მარტში თქვენგან, თან ეს მოთხოვნა სავალდებულო ინტონაციებით იქნება გაჟღენთილი. გაგიგიათ ალბათ, ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო, ჰოდა, თქვენც სცადეთ, ეს სჯობს, ვიდრე პრეტენზიების კორიანტელი ისმინოთ და შემდეგ ამაზე საშინელი რეაქცია გქონდეთ.
თვის შუა რიცხვებამდე შეიძლება რამდენიმე ოჯახური სცენა გათამაშდეს, რომელიც მოსიყვარულე ადამიანიდან ნამდვილ ტირანად გაქცევთ. თქვენს პოზიციებს, ინტერესებსა და მოსაზრებებს დაიცავთ, მაგრამ ამას თქვენი პარტნიორი ვერ გაიგებს. ამიტომ სკანდალი შეიძლება ომის სტადიაში გადაიზარდოს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის მარტში საოცარი რამ ხდება – მზე ცეცხლოვან ვერძში გადადის. მოგეხსენებათ, მშვილდოსანიც ცეცხლის ნიშანია, ამიტომ ბედნიერება თანდათანობით მოვა და უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწევს. მაგრამ ეს – 20 მარტის შემდეგ. მანამდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ასტროლოგები გირჩევენ, არ მოდუნდეთ, შეიძლება ნებისმიერ მომენტში ემოციური აფეთქება მოხდეს, რაც თქვენს საყვარელ ადამიანს გაანაწყენებს და ეს ურთიერთობებს გააფუჭებს. ამიტომ ეცადეთ, ემოციები ზომიერად მოთოკოთ, ისე, რომ ამას მსხვერპლი არ მოჰყვეს. თქვენი პარტნიორი დამნაშავე არაა, რომ თქვენ ენერგეტიკული შიმშილი გაქვთ.
თხის რქა
თხის რქის წარმომადგენლებისთვის სიყვარულში დამატებითი გართულებები არ არსებობს, რადგან ურთიერთობები მათთვის ისედაც კრიზისია. თხის რქა რაღაცის გამოსწორებას, შეცვლას პირველივე პაემნიდან ცდილობს. ამ მისწრაფების გამო წყვილში მალევე იწყება თავბრუსხვევა, რაც თხის რქისთვის თავისთავად კიდევ ერთი კრიზისია.
ამ თვეში ასტროლოგები გირჩევენ, დამშვიდდით ან თუნდაც მოეშვით ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობას. მარსი 17 მარტს თქვენს ნიშანში გადავა და ეს სტაბილურობის მიღწევაში დაგეხმარებათ, მანამდე კი კარგად „შეჯანჯღარდებით“. ეცადეთ, ყურადღება რაიმე კარგზე გადაიტანოთ ან მთლიანად სამუშაოზე გადაერთეთ.
მერწყული
მარტი პოზიტიურად დაიწყება, მაგრამ შუა რიცხვებიდან მერწყულების ცაზე ჭექა-ქუხილის ღრუბელი შეიყრება. მზე დაასრულებს ვერძის ნისანში გადასვლას და თქვენზე ნეგატიურ გავლენას გააძლიერებს. მოგიწევთ მრავალი უსიამოვნების გადატანა.
კრიზისიდან გამოსვლას დამოუკიდებლად ნუ ეცდებით – ამ არცთუ იოლ საქმეში დამხმარეები და მინიმუმ რჩევები მაინც გჭირდებათ. რა თქმა უნდა, ურთიერთობა ორის საქმეა, მაგრამ აქ საქმე საკუთარ შიშებს ეხება. დაგჭირდებათ ემოციური მხარდაჭერა, რომელსაც საყვარელი ადამიანი ვერ აღმოგიჩენთ.
თევზები
თევზები ძალზე პატიოსანი და გულწრფელი ადამიანები არიან. ამიტომ შეუძლიათ ყველას მოუყვნენ, რომ მათი პარტნიორი მართალი არ არის. და ეს მხოლოდ „ლაით-ვერსიაა“. მარტში კი ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება.
ვენერა თევზების ნიშანს დატოვებს და ვერძის ნიშანში გადავა. ემოციებთან დაკავშირებით ცუდად იქნება საქმე. 7 მარტამდე ვენერა ნეგატივს დაბლოკავს, მაგრამ შემდეგ ურთიერთობები გართულდება, ამიტომ თქვენი პარტნიორი არა მარტო მტყუანი, არამედ აუტანელიც გახდება. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეა, ოღონდ მხოლოდ თქვენთვის.
სპუტნიკი

