გია ხუხაშვილი: ,,ღამის ეკონომიკა არის მაფიის დაკვეთა”

გია ხუხაშვილი: ,,ღამის ეკონომიკა არის მაფიის დაკვეთა"ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ღამის ეკონომიკა ნიშნავს პროსტიტუციისა და ნარკოტიკების ქუჩის ბაზრის განვითარებას.

,,რა არის ღამის ეკონომიკა და რა ასოციაციებს აჩენს პირველ რიგში? ყველაზე უვნებელი -საკლუბო ცხოვრება, მერე პროსტიტუცია, სათამაშო ბიზნესი და ყველაფერი ამის თანმდევი _ მსუბუქი ნარკოტიკების ქუჩის ბაზრის განვითარება.

ამ მიმართულებით პროტექციონისტული პოლიტიკა უმრავლეს შემთხვევაში არის ორგანიზებული დანაშაულის, ანუ მაფიის დაკვეთა. ამას გარდა, ამ მიმართულებით გააქტიურება ავტომატურად იწვევს სამართალდამცავი სისტემის ძალისხმევის გაორმაგებას ღამის საათებში. პატრული წელში გაწყდება, კრიმ.პოლის ხელმრუდი ნაწილი საშოვარზე გამოვა. მოკლედ, მხიარული ღამის ცხოვრება გველოდება.

ღამის აქტიური ცხოვრება(არა ჩრდილოვანი) ისევე, როგორც ეკონომიკის ნებისმიერი სხვა სფერო, მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო პრინციპებით ყალიბდება და არა მერიის პროგრამებით. მაგალითად, თუ სუპერმარკეტზე ღამე არის მოთხოვნილება, ის 24 საათი მუშაობს დღესაც და ა.შ. ასე რომ, ეს პროგრამა მხოლოდ ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს”, _ წერს ,,ფეისბუქში” გია ხუხაშვილი.