ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში მოკლულიარჩილ ტატუნაშვილის ცხედარირამდენიმე წუთის წინ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს.
ქართველი სამხედროს ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება. ასევე ცნობილია, რომ ქართულ მხარეს გადმოეცა ის ავტომობილიც, რომლითაც მოკლული ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
ერგნეთში ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით მოხდა.

