ვის ელის წარმატება ყვითელი ძაღლის წელიწადში

ვის ელის წარმატება ყვითელი ძაღლის წელიწადშიასტროლოგები თვლიან, რომ ყვითელი ძაღლი სიბრძნით, სამართლიანობითა და გონივრულობით გამოირჩევა. წარმატება ელით თავდაჭერილ, სხარტი გონების, საკუთარი ძალების რწმენის მქონე ადამიანებს. ამ წელს საჭიროა განსაკუთრებული ზრუნვა გამოავლინოთ ბავშვებისა და ხანდაზმული მშობლების მიმართ, ვინაიდან ყვითელი ძაღლი ახლო ადამიანების სიყვარულსა და ერთგულებას მეტად აფასებს.

გაუფრთხილდით საკუთარ კერას, ოჯახურ მყუდროებას, თავთან და ახლობლებთან ჰარმონიას ესწრაფეთ. აუცილებლად გამოყავით დრო შინაური ცხოველებისთვის (თუ გყავთ). მაშინ წლის გამგებელი ყვითელი ძაღლი თქვენ მიმართ გულუხვი იქნება, თქვენს ცხოვრებაში პოზიტივსა და სასიამოვნო მოვლენებს არ დაიშურებს.

“სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ