თამუნა მუსერიძე: “რთული ორსულობა მაქვს, საავადმყოფოშიც კი მოვხვდი”

თამუნა მუსერიძე: "რთული ორსულობა მაქვს, საავადმყოფოშიც კი მოვხვდი"ყოფილი ტელე-რადიო წამყვანი, თამუნა მუსერიძე და მსახიობი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, გოგონას მშობლები გახდებიან. ეს მათი პირველი შვილია. თამუნას მუსიკოს გურამ მაკალათიასგან ბიჭი ჰყავს, სანდროს კი პირველი ქორწინებიდან – გოგონა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან, რომელიც ცოტა ხნის წინ “სარკეში” დაიბეჭდა.

– თამუნა, როგორ გრძნობთ თავს, როგორი ორსულობა გაქვთ?

– ახლა უკვე ნორმალური. მქონდა ჰემატომა, ტონუსი. ამის გამო საავადმყოფოშიც კი მოვხვდი.

– ასეთი მდგომარეობა რამდენი ხანი გაგიგრძელდათ?

– 4 თვე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში.

– პირველი ფეხმძიმობაც ასე რთულად მიმდინარეობდა?

– სტაბილურად მშვიდი მქონდა. წონაშიც ნაკლებად მოვიმატე. ჯანმრთელობის პრობლემა არ მქონდა, არც არაფერი მინდებოდა. მშვიდად და წყნარად ვიყავი.

ამ შემთხვევაში მთელი ოთხი თვე წოლითი რეჟიმი დამინიშნეს, თუმცა სამსახურის გამო ვერ ვიწექი. მეექვსე თვეში ვარ და უკვე დაახლოებით 12 კილო მოვიმატე. არადა, პირველი ორსულობისას, ჯამში, მხოლოდ 15 თხუთმეტი კილო მქონდა მომატებული. პირველისგან განსხვავებით, ახლა რაღაცები მინდება.

– ასეთი მდგომარეობის მიუხედავად მაინც მუშაობთ?

– კვირაში სამი დღე კარაოკე კლუბში ვმუშაობ. დანარჩენ დღეებში ვწევარ.

– როგორც ვიცი, გოგონას ელოდებით. სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ ვიდეო, სადაც თქვენმა პირველმა შვილმა, სანდრომ, ეს ინფორმაცია არცთუ კარგად მიიღო. ახლა თუ შეეგუა იმას, რომ და ეყოლება?

– ოთხი თვის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, ბიჭიაო. სანდროს ორი და ჰყავს, გუფისაც (მუსიკოსი გურამ მაკალათია. ავტ.) გოგო ჰყავს და სანდრო მიკუჩაძესაც. უცებ რომ გვითხრეს, გოგოაო, ყველა დავიბენით. ახლა უკვე შეეჩვია და ფიქრობს იმაზე, როგორ უნდა იზრუნოს და დაიცვას.

– ჩვილის დასახვედრად მზადებას შეუდექით?

– არა. რაღაც ცრურწმენები მოქმედებს ჩემზე. მაგალითად, ცრურწმენა მაქვს, რომ ქათმის ღვიძლს ხელი არ უნდა მოვკიდო.

სანდროზე როდესაც ვიყავი ორსულად, ცხოვრებაში რომ არ გამომიშიგნია ქათამი, მაშინ მომინდა. ღვიძლი რომ ავიღე ხელში, ჩემმა დაქალმა დაიწყო კივილი, რას აკეთებო. მაშინ არ ვიცოდი ამ ცრურწმენის შესახებ. მითხრა, ბავშვს აუცილებლად დაეტყობა იმ ადგილას ლაქა, სადაც ხელს მოიკიდებო.

მაშინვე ხელები დავიბანე და ტაფაზე დავდე დაჭრილი ქათამი. თითი დამეწვა და ყურზე მივიდე. როგორც მივიდე წინა და უკანა მხარეს ხელი, ზუსტად ისე აქვს სანდროს ყურზე შავი ლაქა.

– ბავშვის დაბადების შემდეგ გააგრძელებთ მუშაობას თუ დამხმარეს აიყვანთ?

– ბავშვი მყავს და ჩვეულებრივად ვმუშაობ. შესაბამისად, არა მგონია, მეორე ბავშვმა პრობლემა შემიქმნას. სანდრო ისე გავზარდე, ძიძა ერთი დღეც არ მყოლია.

– სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ პრობლემები შეგექმნათ გენეტიკური ანალიზის გაკეთებისას. კონკრეტულად რა მოხდა?

– ჩემი სტატუსი ხალხმა სწორად ვერ გაიგო. როდესაც მივედი გენეტიკური ანალიზის ასაღებად, იქ მანამდე სხვა ანალიზები გამიკეთეს, ამიღეს სისხლი. როდესაც პასუხები მოვიდა, ერთში ეწერა – “მეორე დადებითი”, მეორეში – “მეორე უარყოფითი”.

ვიღაცები მწერდნენ, როგორ არ იცი შენი სისხლის ჯგუფი, ამხელა ქალი ხარ, ბავშვი გყავს გაჩენილიო. მე კი ვიცი, რომელი ჯგუფიც მაქვს. აქამდე მეორე დადებითი მქონდა, მაგრამ როდესაც პასუხები მოვიდა, გაურკვევლობაში აღმოვჩნდი.

საავადმყოფოში მითხრეს, მშობლებს ჰკითხე, რა ჯგუფი აქვთო და ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მე საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა ამ ყველაფერზე და ეს ჩემთვის მძიმედ აღსაქმელი იყო, როდესაც ამდენ კითხვას გისვამენ და არ იცი, რა უნდა უპასუხო. საბოლოოდ გაირკვა, რომ მეორე დადებითი მქონია.

– დიდი ხანია ბიოლოგიურ მშობლებს ეძებთ. ამ მხრივ რაიმე სიახლე ხომ არ არის?

– ჯერჯერობით არაფერი.

მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი “სარკე”