ფიქრობთ, ადამიანები, რომლებსაც გარშემომყოფების გულის მონადირება შეუძლიათ, არსენალში რაღაც ჯადოსნურ ჯოხს ფლობენ? უბრალოდ იციან მთავარი წესი: საჭიროა საკუთარი თავიდან ყურადღების ფოკუსის გადატანა ადამიანზე, ვისთანაც კონტაქტის დამყარება გსურთ. ეს ნიშნავს, გულწრფელად დაინტერესდეთ მისი პიროვნებით, ინტერესებით, გატაცებებიც, ცხოვრებაზე შეხედულებებით. მეტი მოუსმინეთ და თავად ნაკლები ილაპარაკეთ. ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ აფასებთ.
ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას ეხმარება ასევე ასეთი მარტივი ხერხი: თანამოსაუბრეს, განსაკუთრებით თუ ახალი გაცნობილი გყავთ, რაც შეიძლება ხშირად მიმართეთ სახელით. საკუთარი სახელი სმენას ყოველთვის ელამუნება. ამ მომენტში პიროვნება ფიქრობს: “ახსოვს, რა მქვია. მაშასადამე, მისთვის მნიშვნელოვანი ვარ”.
ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად გაიღიმოთ. ღიმილი ყოველთვის კეთილად განაწყობს.
ყველა ზემოაღნიშნული მეთოდი არ უნდა იყოს ხელოვნური, ამას თანამოსაუბრე მაშინვე მიხვდება. გულწრფელი უნდა იყოთ ადამიანთან, ვისი გულის მოგებაც გსურთ.
“სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

