ფიზიკის 14 წლის გენიოსი აუტისტი, რომელშიც ექიმები მომავალს ვერ ხედავდნენ

ფიზიკის 14 წლის გენიოსი აუტისტი, რომელშიც ექიმები მომავალს ვერ ხედავდნენექიმების პრიგნოზით, ეს ბიჭი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა ფეხსაცმელზე ზონარის შეკვრას, ვერ ისწავლიდა კითხვას, მაგრამ დედა არ დანებდა…
ამერიკელი ჯეიკობ ბარნეტი აუტისტური სინდრომით დაიბადა. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ბიჭი ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევდა, ვერაფერს ისწავლიდა და საკუთარ სამყაროში გამოკეტილი დაასრულებდა სიცოცხლეს.
ბიჭის დედას, კრისტინას სხვა მოსაზრება ჰქონდა, მან ვაჟის განვითარება გადაწყვიტა, თუმცა, არ იცოდა, რას უმზადებდა მომავალი.

დღეს ჯეიკობის IQ 189 ქულას შეადგენს; უფრო მეტს, ვიდრე ალბერტ აინშტაინს ჰქონდა. მან უდიდეს მიღწევებს მიაღწია მათემატიკასა და ფიზიკაში, მიიღო ნობელის პრემია. ეს ყველაფერი 14 წლის ასაკში.

ჯეიკობი რთულ მათემატიკურ დავალებებს ფანჯრის მინაზე ხსნის. კრისტინას თქმით: “მათემატიკური ფორმულებით აჭრელებული ფანჯრები უსიამოვნოდ გამოიყურება, მაგრამ ჯეიკობისთვის ის ცხოვრების ნაწილია.

მათემატიკისადმი ინტერესს ბავშვობიდან ავლენდა, თუმცა თავდაპირველად ჩვენ ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა მის თავში”.

3 წლის იყო ჯეიკობი, როცა პლანეტარული ორბიტების კანონებს ხსნიდა.

ეს მაშინ აღმოაჩინა, როცა ბურთის ტრიალს აკვირდებოდა.

4 წლისამ აშშ-ის მთელი რუკა ზეპირად იცოდა და ერთი სახლიდან მეორეს უმოკლესი გზა – ინდიანაპოლისიდან ჩიკაგომდე – ჰქონდა მონიშნული.

11 წლის ინდიანას უნივერსიტეტს სტუდენტი გახდა. თავდაპირველად ლექციებზე დედას დაჰყავდა.

დღეს ჯეიკობი უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხზე სწავლობს. მუშაობა დაიწყო ახალ ფიზიკურ თეორიაზე, რომელსაც სპეციალისტები ორიგინალურად მიიჩნევენ.

მისი გმირები ფიზიკოსი – რიჩარდ ფეინმანი და ყოფილი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი არიან. ბარნეტი თავის სიმპათიას მარტივად ხსნის: “პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთ სფეროში წარმატებას მიაღწიეს”.

მშობლები.გე